რატომ გადადგა სომხეთის პრეზიდენტი

0
214

არსებული ინფორმაციით სომხეთის გადამდგარმა  პრეზიდენტმა არმენ  სარქისიანმა, რომელმაც თანამდებობა 23 იანვარს დატოვა, წასვლის შესახებ განცხადებაში გადადგომის მიზეზად დაასახელა ის, რომ სომხეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად შესაბამისი “ინსტრუმენტები” არ გააჩნია.

მას არ უხსენებია,რომ ამ  თანამდებობაზე უფლებამოსილი არ იყო, რადგან სომხური საგამოძიებო გამოცემის, Hetq-ის მიერ ჩატარებული გამოძიების თანახმად, იგი სენტ კიტსისა და ნევისის მოქალაქეობა და გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ მიიღო, როცა ჟურნალისტებმა დაუსვეს კითხვები მოქალაქეობასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შესახებ

სომხეთის კონსტიტუცია ადგენს, რომ პრეზიდენტობის კანდიდატს თანამდებობის დაკავებამდე 6 წლის განმავლობაში მხოლოდ სომხეთის მოქალაქეობა უნდა ჰქონდეს. სარქისიანმა ადრე აღიარა, რომ ის სომხურ-ბრიტანულ ორმაგ მოქალაქეობას ფლობდა, თუმცა მისივე მტკიცებით, 2011 წელს, პრეზიდენტად გახდომამდე 7 წლით ადრე, მასზე უარი თქვა.

Hetq-ის თანახმად, სარქისიანმა კომენტარში დაადასტურა, რომ ყველაზე გვიან 2017 წელს სენტ კიტსისა და ნევისის მოქალაქე იყო.

მან ასევე აღნიშნა, რომ კუნძულოვანი სახელმწიფოს მოქალაქე “ინვესტიცია მოქალაქეობისთვის” სქემის ფარგლებში, სასტუმროში მცირე ინვესტიციის შედეგად უნებლიეთ გახდა.

ჩემი მოტივაცია ინვესტიციის განხორციელება იყო, პასპორტი საერთოდ არ მაინტერესებდა”, — ავრცელებს მის ნათქვამს გამოცემა.

ის, ასევე, ამტკიცებს, რომ 2013 წელს ადვოკატებს მოქალაქეობაზე უარის თქმის პროცესის დაწყება დაავალა, თუმცა 2017 წელს, როცა სომხეთის პრეზიდენტობაზე მიიღო შეთავაზება, აღმოაჩინა, რომ ეს პროცესი დაწყებული არ ყოფილა.

ამ ეტაპზე Hetq-ს არ განუმარტავს, როდის გახდა სარქისიანი სენტ კიტსისა და ნევისის მოქალაქე.

“მეტ დეტალს ვერ მოგაწოდებთ, რადგან ეს არის ტრანსსასაზღვრო გამოძიება, რომელიც ჯერ არ დასრულებულა”, — აღნიშნულია სტატიაში.

წინა სტატიაჩვენ ვდგავართ ამბოხებული, რევანშისტული რუსეთის წინაშე -აშშ ელჩი ქართულ-ამერიკული დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ
შემდეგი სტატიავიქტორ იუშჩენკო: რატომ ვიყავით 2008 წელს თბილისში? იმიტომ,რომ მზად ვიყავი გამემეორებინა – “დღეს მე ქართველი ვარ”
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური