ჯო ბაიდენი პუტინს სანქციებით ემუქრება

0
323

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ თუკი რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესებას განიხილავს.

ის, თუ მთელი ძალებით შევა, ეს იქნება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი შეჭრა, ეს შეცვლის მსოფლიოს“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

კითხვაზე, განიხილავს თუ არა ის ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესებას, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა, „დიახ, მე ამას განვიხილავ.“

ბაიდენის თქმით, შეერთებული შტატები უკრაინაში ჯარის შეყვანას არ გეგმავს, თუმცა რუსეთს სერიოზულ ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებს, თუ ის შეიჭრება.

“ჩვენ განზრახული არ გვაქვს, უკრაინაში ამერიკული ძალების, ნატოს ძალების, განთავსება. მაგრამ, როგორც ვთქვი, თუკი ის შეიჭრება, ამას სერიოზული ეკონომიკური შედეგები მოჰყვება,“- აღნიშნა ბაიდენმა.

შეგახსენებთ, გუშინ უკრაინამ შეერთებული შტატებიდან სამხედრო დახმარების მესამე პარტია მიიღო.

წინა სტატიაპროკურატურამ ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით, სადაც ზუგდიდში ქალზე ძალადობაა ასახული, გამოძიება დაიწყო
შემდეგი სტატიარუსეთი წლებია, ევროპის უსაფრთხოებას ძირს უთხრის – ბორელი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური