შშმ პირზე ძალადობისთვის 2 პოლიციელი დააკავეს

0
207

მეტროში შშმ პირზე ძალადობის საქმეზე დაკავებულია შსს-ს 2 თანამშრომელი – ინფორმაცია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გაავცელა.

დაკავებულთა ერთ-ერთს, ნ.ბ-ს გამოძიება დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობას ედავება, ხოლო მეორეს, კ.ბ-ს სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას.

სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება და ჩასატარებელია არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. მომავალში მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, შესაძლებელია დაზუსტდეს საქმის გარემოებები და დანაშაულის კვალიფიკაცია”,-ნათქვამია უწყების განცხადებაში.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადებითვე, მათი გამოძიების ფარგლებში ფსიქოლოგის თანხლებით გამოიკითხა პირი, რომელსაც პოლიციელმა სცემა.

შემზარავი კადრები “ტვ პირველმა” გუშინ გაავრცელა.

კადრებში ნათლად ჩანს, როგორ აჰყავთ სამართალდამცავებს ახალგაზრდა კაცი ესკალატორზე. შშმ პირის მეგობარი პოლიციელს აფრთხილებს, რომ “ის ყრუ-მუნჯია და ხელი გაუშვას”, რაზეც სამართალდამცველი პასუხობს:

“რომ ავალაპარაკო ახლა?” და აგრძელებს მოქალაქის ცემას.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება ინსპექტრის სამსახურმა დაიწყო.

წინა სტატია42 გარდაცვლილი და 15 762 ახალი შემთხვევა – 25 იანვრის კოვიდსტატისტიკა
შემდეგი სტატია50+ მოქალაქეები ბუსტერის შემთხვევაში 100 ლარს მიიღებენ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური