მთავარისიახლეებიმსოფლიოპენტაგონი: 8 500 ამერიკელი ჯარისკაცი უკრაინის საზღვართან მობილიზებისთვის სრულ მზადყოფნაშია

პენტაგონი: 8 500 ამერიკელი ჯარისკაცი უკრაინის საზღვართან მობილიზებისთვის სრულ მზადყოფნაშია

Published on

პენტაგონის პრესსპიკერის ჯონ კირბის თქმით, 8 500მდე ამერიკელი ჯარისკაცი სრულ მზადყოფნაშია უკრაინის საზღვართან მობილიზებისთვის.

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა პრეზიდენტ ბაიდენის მითითებით გასცა სამხედროთა მზადყოფნის ბრძანება. ეს არის ყველაზე ახალი ნაბიჯი, რაც აშშ-მ უკრაინაში რუსეთის პოტენციური შეჭრისთვის მოსამზადებლად გადადგა.

პენტაგონის პრესსპიკერმა განმარტა, რომ სამხედრო დანაყოფების უკრაინაში გადასხმის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არაა მიღებული.

კირბის თქმით, ამერიკელი სამხედროების მობილიზების მიზანია რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში გაამაგროს NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალები. თუმცა ასევე აღნიშნა, რომ ამერიკელი სამხედროები ნებისმიერი გაუთვალისწინებელი ვითარებისთვისაც მზად არიან.

„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გადადგა დამატებითი ნაბიჯები რომ გაზარდოს მისი ძალების მზადყოფნა, როგორც სახლში ასევე საზღვარგარეთ, რათა მზად იყვნენ სხვადასხვა გაუთვალისწინებელ ინციდენტზე პასუხისთვის, მათ შორის NATO-ს ძალების მხარდასაჭერად, თუ ისინი გააქტიურდებიან. NATO-ს საპასუხო ძალები 40 000 სხვადასხვა ეროვნების ჯარისკაცს მოიცავს“ – თქვა კირბიმ.

აღსანიშნავია, რომ გუშინ, ბაიდენის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ის იმ სამხედრო დანაყოფების იდენტიფიცირების საბოლოო ეტაპზე იყო, რომელთა გაგზავნასაც აღმოსავლეთ ევროპაში განიხილავს.

ბაიდენის ადმინისტრაციის წევრების თქმით, სამხედრო ძალების გადასხმა უკრაინის მიმართ რუსეთის მხრიდან არსებულ საფრთხეს უკავშირდება.

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...