მთავარისიახლეებიდაპირისპირება შსს-სთან - დაკავებულია ნატა ფერაძე

დაპირისპირება შსს-სთან – დაკავებულია ნატა ფერაძე

Published on

ხმაური შინაგან საქმეთა სამინისტროსთან – გომალაურის უწყებასთან მიმდინარე აქციაზე სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე დააკავეს.აქტივისტი მაშინ დააკავეს, როცა ის შენობის მოპირდაპირე მხარეს ხეზე სტიკერების გაკვრას ცდილობდა. სტიკერებზე დაწერილი იყო იმ ადამიანების სახელები, რომლებიც სისტემის მსხვერპლი გახდნენ: ლექსო ლაშქარავა,დემურ სტურუა, ლევან აბზიანიძე, ლუკა სირაძე.

ინცინდენტის თვითმხილველი, სამოქალაქო აქტივისტი შუშანა მაცაბერიძე აცხადებს, რომ ნატა ფერაძე პოლიციელებმა უმიზეზოდ დააკავეს. მეტიც მაცაბერიძის თქმით, მასზე პოლიციელმა იძალადა და ხელი მუცელში ჩაარტყა.

წარმოუდგენელი რაღაც ვიხილეთ, გუშინდელი ძალადობის მერე კიდევ ბედავენ და კიდევ ძალადობენ, ნატა ფერაძე დაიჭირეს არაფრის გამო, ვიღაცა პოლიციელი მირტყამდა მუცელში”- თქვა აქტივისტმა.

შეგახსენებთ, რომ სამოქალაქო აქტივისტები აქციას შსს-სთან მართავენ. ისინი გუშინ მომხდარ ფაქტს აპროტესტებენ, რა დროსაც შშმ პირი მჯეტროში პოლიციელებმა სცემეს.

“პირველების” ინფორმაციით, დამამცირებელი, ან არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით დაკავებულია შსს-ს საპატრულო პოლიციის მეტროპოლიტენის სამმართველოს მე-3 ოცეულის პატრულ-ინსპექტორი ნუკრი ბაქრაძე, ხოლო სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაკავებულია ამავე სამმართველოს პატრულ-ინსპექტორი კახა ბაკაშვილი.

სიახლეები

კვერცხი 7%-ით, ხორცი 3%-ით, ბაღჩეული და ბოსტნეული კი 26,3%-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა...

საბა ჯიქიას, საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება

"4 წელი მალე გავა, მალე გამოვალ" - ასეთი წარწერა გააკეთა დღეს განაჩენის მოლოდინში მყოფმა...

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის – პავილიონისი

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა...

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...