მთავარისიახლეებიპოლიტიკაავთანდილ გალდავას აჭარის პოლიციის სამმართველოს უფროსის თანამდებობა დაატოვებინეს

ავთანდილ გალდავას აჭარის პოლიციის სამმართველოს უფროსის თანამდებობა დაატოვებინეს

Published on

აჭარის პოლიციის სამმართველოს უფროსის სკამი ვაკანტურია – ავთანდილ გალდავა, რომელმაც ამ თანამდებობაზე 11 თვე იმუშავა დღეს გაათავისუფლეს და კადრების განყოფილებაში გადაიყვანეს.

 გალდავას ნაცვლად, აჭარის პოლიციის დეპარტამენტს გრიგოლ ბესელია ჩაიბარებს.

რატომ დაატოვებინეს გალდავას თანამდებობა ამ დროისთვის უცნობია. აღსანიშნავია, რომ მის აჭარაში საქმიანობას, ბევრი ხმაურიანი საქმეები უკავშირდება, როგორიცაა ხმაურიანი დაკავებები, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეების პოლიციის განყოფილებაში სცემა, თუმცა არცერთ საქმეზე პასუხი ამ დრომდე არავის უგია.

ავთო გალდავა გასული წლის თებერვალში, სამეგრელოდან გადმოიყვანეს. ის ფიგურირებდა ბადრო ესებუას საქმეში, რომელსაც “საქართველოს ბანკის” ფილიალზე თავდასხმა და მძევლების აყვანა ედება ბრალად. როცა გამტაცებელმა შენობა მძევლებთან ერთად დატოვა, მათ შორის ერთ-ერთი იყო ავთანდილ გალდავაც, რომელიც ესებუას სხვა მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ ჩაბარდა.

სიახლეები

ზუგდიდის,რაიონულმა სასამართლომ აქტივისტი როსტო ზარანდია დამნაშავედ ცნო

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ როსტო უკვე მეოთხედ ცნო "დამნაშავედ", ამჯერადაც "დანაშაული" პროკურატურის კედელზე მზია ამაღლობელის...

მედია- აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოგდების ბრძანება რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გასცა

აზერბაიჯანულ რედაქციაში შესულმა ანონიმურმა წერილმა შესაძლოა ახალ ფაზაში გადაიყვანოს გამოძიება, რომელიც ეხება 2024 წლის...

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე-სერიოზულად უნდა განვიხილოთ რუსული არხების აკრძალვა

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ "სერიოზულად უნდა...

პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებს სადეპუტატო მანდატები შეუჩერა

82 მომხრე - 0 წინააღმდეგი - "ოცნების" პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებისთვის სადეპუტატო მანდატების ვადაზე...