მთავარისიახლეები"არა მილიციას! არა ძალადობას!" - საპროტესტო აქცია შსს-თან

“არა მილიციას! არა ძალადობას!” – საპროტესტო აქცია შსს-თან

Published on

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ. შეკრებილები შშმ მოზარდზე პოლიციის მხრიდან ძალადობას აპროტესტებენ.

“არა მილიციას. არა ძალადობას”, – სწორედ მსგავსი შინაარსის ბანერები აქვთ აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს. შსს-ს შენობასთან იმყოფებიან სხვადასხვა არასამთავრო ორგანიზაციისა და პარტიის წარმომადგენელი, აქტივისტი, ის ადამიანები, რომელთა ოჯახის წევრებიც არიან შშმ პირები.

“არ გვინდა, რომ ყოველდღე ახალგაზრდებს რაღაცის გვეშინოდეს. პოლიციელი უნდა ასოცირდებოდეს უფლებების დაცვასთან და არა ძალადობასთან”, – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

რამდენიმე აქტივისტს შსს-ს შენობის წინ სტიკერების გაკვრა უნდოდა, თუმცა სამართალდამცავებმა ამის უფლება არ მისცეს.

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...