50+ მოქალაქეები ბუსტერის შემთხვევაში 100 ლარს მიიღებენ

0
305

ბუსტერ დოზის გაკეთების შემთხვევაში, 50 წელს გადაცილებული მოქალაქეები 100 ლარს მიიღებენ. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

ამასთან, არსებული წახალისების პროგრამა გახანგრძლივდება ერთი თვით.

“50 წელს ზემოთ აცრების წახალისების პროგრამა კვლავ გაგრძელდება ერთი თვით. გარდა ამისა, 50 წელს ზემოთ ვინც ბუსტერ დოზას გაიკეთებს, იმ ადამიანებსაც წახალისება გაუკეთდებათ, ოღონდ 100 ლარის ოდენობით”, – თქვა საკოორდინაციო საბჭოს წარმომადგენელმა, გიორგი ღიბრაძემ.

არსებული წახალისების პროგრამით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის შემთხვევაში 50+ ასაკის ადამიანები 200 ლარს მიიღებენ.

25 იანვრის მონაცემებით, საქართველოში ​კორონავირუსის 15 762 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ბოლო 24 საათში 8 634 აცრა ჩატარდა.

წინა სტატიაშშმ პირზე ძალადობისთვის 2 პოლიციელი დააკავეს
შემდეგი სტატიაპენტაგონი: 8 500 ამერიკელი ჯარისკაცი უკრაინის საზღვართან მობილიზებისთვის სრულ მზადყოფნაშია
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური