მთავარისიახლეებიპოლიტიკათავჩაქინდრული თბილისი - ეს გულდასაწყვეტი სანახავია - იან კელი საქართველო-უკრაინის ურთიერთობებზე

თავჩაქინდრული თბილისი – ეს გულდასაწყვეტი სანახავია – იან კელი საქართველო-უკრაინის ურთიერთობებზე

Published on

,,ცოტა იმედგაცრუებული ვარ“ – საქართველოში  ამერიკის ყოფილი ელჩის, იან კელის განცხადებით, მისთვის წარმოუდგენელია ის დამოკიდებულება, რაც საქართველოს პირველ პირებს გააჩნიათ უკრაინის ვითარებასთან დაკავშირებით.

კელის განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრს და პრეზიდენტს ამ დრომდე არ დაურეკავთ უკრაინაში კოლეგებთან, რაც მისთვის გასაკვირია, ამის შესახებ კელი ,,რადიო თავისუფლებას“ ესაუბრა.

,,ვფიქრობ, საქართველო ბევრად მეტს უნდა აკეთებდეს. გულწრფელად ვამბობ, ცოტა იმედგაცრუებული ვარ, რომ საქართველო უფრო აქტიური არ არის. ვერ ვიჯერებ, რომ პრემიერს ჯერ კიდევ არ დაურეკავს კიევში თავის უკრაინელ კოლეგასთან, ეს წარმოუდგენელია. არ მესმის, ან პრეზიდენტი, ან პრემიერი, რატომ არ მიმართავს კიევს და ამბობს – ჩვენ თქვენ გვერდში ვდგავართ. თავჩაქინდრული თბილისი – ეს გულდასაწყვეტი სანახავია საქართველოს ნებისმიერი მეგობრისთვის. რატომ? თქვენ და კიევს ერთი და იგივე მიზნები გაქვთ – რატომ არ ამბობთ ამას? რატომ არ ეკითხებით ზელენსკის: რა შეუძლია საქართველოს, რა გავაკეთოთ თქვენს დასახმარებლად?“, – აცხადებს კელი.

მისივე შეფასებით, დუმილი ამ შემთხვევაში არის კრემლის წაქეზების ტოლფასი.

,,ვფიქრობ, ეს იმით აიხსნება, რომ [მთავრობას] არ სურს კრემლის ყურადღება მიიქციოს. გასაგებია. მაგრამ განა ეს მიდგომა უნდა ჰქონდეს ქვეყანას, როდესაც სტრატეგიული პარტნიორი, უკრაინა სამხედრო საფრთხის წინაშე დგას? ვერ დავეთანხმები ამ მიდგომას, ვფიქრობ, პირში წყლის ჩაგუბება დიდი შეცდომაა. რაც უფრო ჩაღუნავთ თავს, მით უფრო წააქეზებთ კრემლის აგრესიას“, – აცხადებს კელი.

ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისრი დღეს უკრაინელ კოლეგას ესაუბრა და აღუთქვა დახმარება, თუმცა ქვეყნის პირველი პირები ამ დრომდე დუმილს ინარჩუნებენ.

სიახლეები

ზუგდიდის,რაიონულმა სასამართლომ აქტივისტი როსტო ზარანდია დამნაშავედ ცნო

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ როსტო უკვე მეოთხედ ცნო "დამნაშავედ", ამჯერადაც "დანაშაული" პროკურატურის კედელზე მზია ამაღლობელის...

მედია- აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოგდების ბრძანება რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გასცა

აზერბაიჯანულ რედაქციაში შესულმა ანონიმურმა წერილმა შესაძლოა ახალ ფაზაში გადაიყვანოს გამოძიება, რომელიც ეხება 2024 წლის...

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე-სერიოზულად უნდა განვიხილოთ რუსული არხების აკრძალვა

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ "სერიოზულად უნდა...

პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებს სადეპუტატო მანდატები შეუჩერა

82 მომხრე - 0 წინააღმდეგი - "ოცნების" პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებისთვის სადეპუტატო მანდატების ვადაზე...