როგორ უნდა მოიქცე, თუ ინფიცირებულის კონტაქტი ხარ – NCDC-ის ინსტრუქცია

0
337

დაავადებათა კონტროლისა და ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (NCDC) ინფიცირებულის კონტაქტებისთვის კარანტინის წესებსა და სამოქმედო ინსტრუქციას აქვეყნებს:

“შეწყვიტეთ დაუცველი კონტაქტი დაავადებულთან;
დაუყოვნებლივ გადადით თვითიზოლაციაში/კარანტიში 8 დღით და აუცილებლად გამოიყენეთ ნიღაბი მომდევნო 9-12 კალენდარული დღის განმავლობაში თუ: არ ხართ ან არასრულად ხართ აცრილი; მე-2 დოზის მიღებიდან არ არის გასული 14 დღე; მე-2 დოზის მიღებიდან გასულია 90 დღე; კოვიდის გადატანიდან გასულია 60 დღეზე მეტი;
თვითიზოლაცია/კარანტინი არ გესაჭიროებათ თუ: გაკეთებული გაქვთ ბუსტერი; ვაქცინის მე-2 დოზის მიღებიდან გასულია 14-90 დღე; კოვიდის გადატანიდან არ არის გასული 60 დღე;
აუცილებლად გამოიყენეთ ნიღაბი კონტაქტის შეწყვეტიდან მომდევნო 10 კალენდარული დღის განმავლობაში”.
24 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 7 947 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 31 ადამიანი გარდაიცვალა.

ბოლო 24 საათში 35 082 ტესტი ჩატარდა; დღიურად 1 550 ადამიანი აიცრა.

წინა სტატიარუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერ შემდგომ სამხედრო აგრესიას უზარმაზარი შედეგები და მძიმე ფასი ექნება – ევროპული საბჭო
შემდეგი სტატიაპოლიციელმა ყრუ-მუნჯი ახალგაზრდა სცემა – შემზარავი კადრები
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური