ევროკავშირი უკრაინას 1.2 მილიარდ ევროს გამოუყოფს

0
243

ევროკომისიის ხელმძღვანელის, ურსულა ფონ დერ ლაიენის ინფორმაციით, ევროკავშირი უკრაინას რუსეთთან კონფლიქტის შედეგად გამოწვეული ფინანსური საჭიროებებისთვის დამატებით 1.2 მილიარდ ევროს გამოუყოფს.

“დღეს ვაცხადებ ქვეყნისთვის ფინანსური დახმარების ახალ პაკეტს, როგორც გადაუდებელი სესხების, ასევე გრანტების სახით. პირველი, კომისია სთავაზობს ახალ გადაუდებელ მაკროფინანსური დახმარების პაკეტს (MFA) 1.2 მილიარდი ევროს ოდენობით. ეს პაკეტი დაეხმარება უკრაინას კონფლიქტის გამო დაფინანსების საჭიროებების მოგვარებაში” აცხადებს ურსულა ფონ დერ ლაიენი

ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროპის საბჭო დახმარების პაკეტის დამტკიცების შემთხვევაში, უკრაინა პირველ ნახევარს, რაც 600 მილიონი ევროა, დაუყოვნებლივ მიიღებს.

წინა სტატიაბრიტანეთის საელჩოს თანამშრომელთა ნაწილის უკრაინიდან გაყვანის პროცესი დაიწყო
შემდეგი სტატიარუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერ შემდგომ სამხედრო აგრესიას უზარმაზარი შედეგები და მძიმე ფასი ექნება – ევროპული საბჭო
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური