მიხეილ სააკაშვილი დღესვე “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ეკა ხერხეულიძემ მოინახულა.”ჯანმრთლობის მდგომარეობა უცვლელია. ​ მასთან არ შესულან  ექიმები, რომლებსაც  ელოდებოდა მიხეილ სააკაშვილი.  ​არ გაუთვალისწინებიათ სახალხო დამცველის აპარატთან არსებული კონსილიუმის რეკომენდაცია, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის გადაეღოთ თავის ტვინი MRT-ს საშუალებით,   თუ ეს ვითარება ასე დარჩება,  მისი ჯანმრთელობის მდგომაროება მხოლოდ და მხოლოდ გაუარესდება –  ეს იციან გადასარევად, მაგრამ არავინ აპირებს მისთვის დახმარების გაწევას”. – თქვა ეკა ხერხეულიძემ რუსთავის მე-12 ციხიდან გამოსვლის შემდეგ.