მთავარისიახლეებიმსოფლიობრიტანეთის საელჩოს თანამშრომელთა ნაწილის უკრაინიდან გაყვანის პროცესი დაიწყო

ბრიტანეთის საელჩოს თანამშრომელთა ნაწილის უკრაინიდან გაყვანის პროცესი დაიწყო

Published on

რუსეთის მხრიდან სამხედრო მოქმედებების საფრთხის გამო, გაერთიანებულმა სამეფომ კიევში ბრიტანეთის საელჩოს თანამშრომლების ნაწილისა და მათი ოჯახების გაყვანა დაიწყო.

ოფიციალური პირების თქმით, საელჩოს თანამშრომლებს კონკრეტული საფრთხე არ ემუქრებათ, თუმცა კიევში მომუშაოვე პერსონალის ნაწილი დიდ ბრიტანეთში დაბრუნდება.

ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ საელჩო აუცილებელი მომსახურებისთვის მუშაობას განაგრძობს.

ცნობისთვის, მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო შეერთებულმა შტატებმაც. აშშ-ს სახელმწიფო დეპარატამენტმა მითითება გასცა, რომ უკრაინა ამერიკის საელჩოს თანამშრომლების ოჯახის წევრებმა დატოვონ.

რაც შეეხება ევროპას, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის თქმით, ევროკავშირი უკრაინიდან დიპლომატების ოჯახის წევრების გაყვანას არ გეგმავს.

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...