თეა წულუკიანი კულტურის სამინისტროდან გაშვებულებს სამართლებრივი დევნით ემუქრება. მათ შორისაა ხელოვნებათმცოდნე გიორგი გაგოშიძეც. ირკვევა, რომ გამოცდილი კადრი კულტურის მინისტრმა უწყებიდან გელათის განადგურების ბრალდებით გაუშვა.
ბრალდებებს უსაფუძლოს უწოდებს თავად გაგოშიძე. მისი თქმით, შესრულებული სამუშაოების კონტროლი მისი მოვალეობა არ იყო და მან მხოლოდ რეკომენდაცია გასცა თუ რით იყო სამონასტრო კომპლექსის გადახურვა შესაძლებელი.
,,შეგიძლია ეს რეკომენდაცია არ შეასრულო. ასე რომ, ამ ნაწილშ მე თავს დამნაშავედ არ ვგრძნობ, ძალიან ცუდი რამე ხდება გელათშ. კაციშილმა არ იცის რა ხდება დაკეტილ კარს მიღმა, რომ ვიღაცა რაღაცას შრომობს, სხვანაირად მეტყველებს კულტურის მინისტრი, საიდან მოვიდა, გამოყოლილი აქვს იქაური საუბრის ტონი და კილო. საფრთხეს ყველა მხრიდან ვგრძნობ, რასაკვირველა, აგერ, პირდაპირ ხდება ჩემს ოჯახზე ზეწოლა, ხნიერ კაცზე ხდება ზეწოლა” – ამბობს გაგოშიძე.
თეა წულუკიანის მხრიდან ცილისწამებაზე საუბრობენ იურისტებიც.
,,ჩვენ, პრაქტიკულად, ვნახეთ, რომ მას ღირსეული და მნიშვნელოვანი მეცნიერებს ერთი ხელის მოსმით გადაუსვა ხაზი. მინისტრი საუბრობს გამოძებაზე მანამ, სანამ დასრულდება ფონდების სრული აღწერა.
მინისტრი პრაქტიკულად ამბობს ყველაფერს, გარდა ერთი მნიშვნელოვანი საკითხისა, რომ გელათის მიმართ ჩადენილია დანაშაული და ამ დანაშაულის გამო პასუხის უნდა აგონ მაღალი მენეჯმენტის ადამიანებმა” – ამბობს სულხან სალაძე.