მთავარისიახლეებიმსოფლიოსომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი თანამდებობიდან გადადგა

სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი თანამდებობიდან გადადგა

Published on

სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი თანამდებობიდან გადადგა

დიდი ხანია ვფიქრობ, დაახლოებით ოთხი წლის აქტიური მუშაობის შემდეგ გადავწყვიტე რესპუბლიკის პრეზიდენტის თანამდებობა დავტოვო. ეს გადაწყვეტილება სულაც არ არის ემოციური, გარკვეულ ლოგიკას მისდევსნათქვამია სომხეთის პრეზიდენტის  განცხადებაში,რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.  

სარქისიანი აცხადებს,  რომ პრეზიდენტის ინსტიტუტს ქვეყნისა და ერისთვის საჭირო პოლიტიკური ბერკეტები არ გააჩნია:

“ეს გადაწყვეტილება სულაც არ არის ემოციური, გარკვეულ ლოგიკას მისდევს.

პრეზიდენტს არ გააჩნია საჭირო ინსტრუმენტები ქვეყნისა და ერისთვის ამ რთულ პერიოდში საშინაო და საგარეო პოლიტიკის რადიკალურ პროცესებზე ზემოქმედებისთვის.

ჩვენი სახელმწიფოსთვის ამ რთულ დროს, როცა ეროვნული ერთიანობაა საჭირო, პრეზიდენტის ინსტიტუტი არ უნდა იყოს ჭორისა და შეთქმულების თეორიების სამიზნე, რითაც საზოგადოების ყურადღებას გადაიტანს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხებიდან. დღეს, როგორც არასდროს, გვჭირდება  კარგად გააზრებული ქმედება.”-  ნათქვამია სარქისიანის განცხადებაში. 

სარქისიანი სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტად 2018 წელს აირჩიეს. 

სიახლეები

თბილისის საქალაქო სასამართლოში ალეკო ელისაშვილის პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ალეკო ელისაშვილის პროცესი დაიწყო. სხდომაზე აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ. დაცვის მხარე...

საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის რეესტრისა და უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის წევრობას კარგავს

საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა კარგავს ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის რეესტრისა და უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის...

ნიკა, როგორც პოლიტიკური ფიგურა, უნდათ რომ მოაშორონ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს -სოფო ლილუაშვილი

ცისფერ გალერეასთან "პუბლიკას" ჟურნალისტს სცემეს - გავრცელებული ინფორმაციით, მინდია გაბაძეს ფიზიკურად "ქართული ოცნების" ტიტუშკები...

ნიკა, როგორც პოლიტიკური ფიგურა, უნდათ რომ მოაშორონ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს -სოფო ლილუაშვილი

მოსამართლე ჩაგუნავას გადაწყვეტილების შემდეგ, ნიკა გვარამიას მარნეულის წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანენ. სასამართლო სხდომის შემდეგ...