მთავარისიახლეებიპოლიტიკასავაურაუდოდ, სუს-დან ლილუაშვილს ათავისუფლებენ, პოსტს გომელაური დაიკავებს

სავაურაუდოდ, სუს-დან ლილუაშვილს ათავისუფლებენ, პოსტს გომელაური დაიკავებს

Published on

 პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის გრიგოლ ლილუაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლებას აპირებს, ხოლო მის ადგილს მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური დაიკავებს. ინფორმაციას  ამის შესახებ შაბათის ფორმულა ავრცელებს

წყაროს ცნობით, მანამდე სუს-ის ხელმძღვანელის თანამდებობა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს ანზორ ჩუბინიძეს შესთავაზეს, თუმცა მან შეთავაზებაზე უარი განაცხადა. 

რაც შეეხება შს მინისტრის თანამდებობას, შაბათის ფორმულას ინფორმაციით, პოსტს ირაკლი ღარიბაშვილთან დაახლოებული პირი, სამხედრო პოლიციის ხელმძღვანელი გიორგი გუგუნაური დაიკავებს. წყაროს თქმით, გუგუნაური, რომელიც მანამდე დედოფლისწყაროს პოლიციის ყოფილი უფროსი, შემდეგ კი კახეთის სამხარეო პოლიციის ხელმძღვანელი იყო, თანამდებობიდან მაშინდელმა მინისტრმა გიორგი გახარიამ გაათავისუფლა, ხოლო ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის დროს ის უწყებაში სამხედრო პოლიციის ხელმძღვანელად დაინიშნა.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...