საქართველოს ხელისუფლების დუმილი ძალიან აფიქრებთ დასავლეთშიც.
ნატოს გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილე ალექსანდრ ვერშბოუ პოსტ ფაქტუმთან ექსკლუზიურ ინტერვიუში პირდაპირ აცხადებს, რომ ეს პასიურობა და დუმილი ახლა ძალიან ბევრ კითხვას უჩენს დასავლელ პარტნიორებს. მითუმეტეს, რომ უკრაინის და საქართველოს პრობლემები თითქმის იდენტურია.
აშშ-მა უკრაინას ბოლო კვირების განმავლობაში მილიარდზე მეტი ღირებულების შეიარაღება მიაწოდა. უკვე ხვალიდან კი კიევიდან ამერიკელი დიპლომატების ოჯახის წევრების ევაკუაცია იწყება.