საქართველო სოლიდარულია უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ- ხანგრძლივი დუმილის შემდეგ ზალკალიანი განცხადებას აქვეყნებს

0
330

ხანგრძლივი დუმილის შემდეგ, როგორც ჩანს საზოგადოების საპროტესტო აქციებს შედეგად, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი უკრაინასთან დაკავშირებით განცხადებას “ტვიტერით” ავრცელებს

“ნებისმიერი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საფრთხის წინაშე დაყენება სრულიად მიუღებელია. საქართველო სოლიდარულია უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით” – წერს ზალკალიანი.

შეგახსენებთ, თბილისსა და ქუთაისში დღეს სოლიდარობის აქციები გაიმართა, სადაც ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები შეიკრიბნენ და რუსული აგრესია დაგმეს. ისინი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, დააფიქსიროს პოზიცია და მხარდაჭერა გამოუცხადოს მეგობარ უკრაინას.

 

წინა სტატიასომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი თანამდებობიდან გადადგა
შემდეგი სტატია“მეორე ჩიტი კიევში!” – აშშ-მა უკრაინას თავდაცვითი იარაღის მეორე პარტია გაუგზავნა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური