მთავარისიახლეებიმსოფლიოკიევში აშშ საელჩომ სახდეპს მიმართა, რომ ქვეყნიდან ნაკლებად მნიშვნელოვანი თანამშრომლებისა და მათი...

კიევში აშშ საელჩომ სახდეპს მიმართა, რომ ქვეყნიდან ნაკლებად მნიშვნელოვანი თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრების ევაკუაცია დაიწყოს

Published on

კიევში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ სახელმწიფო დეპარტამენტს მიმართა, რომ ქვეყნიდან ნაკლებად მნიშვნელოვანი თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრების ევაკუაცია დაიწყოს.

CNN-ის  ინფორმაციით, აშშ-მ უკვე აცნობა უკრაინის მთავრობას, რომ ევაკუაცია, სავარაუდოდ, მომავალ კვირას დაიწყება. ამავე წყაროს ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საკითხზე ესაუბრა აშშ-ს სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს და უთხრა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ამგვარი ნაბიჯი “გადაჭარბებული რეაქცია” იქნება.

აშშ-ს საელჩო კიევში 180 ამერიკელ მოქალაქეს და 560 უკრაინელს ასაქმებს, თუმცა საელჩოს ოფიციალურ მონაცემებში მითითებული არ არის დიპლომატების ოჯახის წევრების რაოდენობა და სავარაუდოა, რომ კიევში გაცილებით მეტი ამერიკელი მოქალაქე იყოს.

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...