გამიზნული საბოტაჟი ევროპარლამენტარების მიმართ – ოპოზიცია ხელისუფლებას ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის მიმართ საბოტაჟში ადანაშაულებს

0
240

პარლამენტის დეპუტატის, სალომე სამადაშვილის თქმით, ჟან მონეს დიალოგზე უარი, ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის მიმართ საბოტაჟია.

ხელისუფლება ამით საქართველოს  ექსკლუზიურად იმ ქვეყნებში იყენებს, რომლებიც პოტენციურად ევროკავშირის წევრებად მოიაზრებიან. ევროპარლამენტის დელეგაციის მიღებაზე უარია, ევროკავშირთან ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციის საბოტაჟია.

არც ერთი ნაბიჯი წინ, ნახევარ-ნახევარი ნაბიჯი – უკან. ესაა რეალურად ქართული ოცნების პოლიტიკა, როდესაც საქმე საქართველოს ევროპულ მომავალს ეხება”, – წერს სალომე სამადაშვილი.

სტრატეგიული ანალიზის ცენტრის ხელმძღვანელის, ნოდარ ხარშილაძის თქმით, “ქართულ ოცნებას” დასავლეთის ეშინია, რადგან ის ისეთი რეფორმების გატარებას აიძულებს, რითაც “ოცნება” ხელისუფლებას ვეღარ შეინარჩუნებს. სწორედ ამიტომ, ხარშილაძის თქმით, მმართველი გუნდი დასავლეთისგან დისტანცირებას ცდილობს და ამას აღარც მალავს:

“ეს გაგრძელებაა ქართულ ოცნების ბოლო პერიოდის აშკარა პოლიტიკის. დღეს ქართულ ოცნებას უკვე ეშინია დასავლეთის, იმიტომ რომ დასავლეთი მას აიძულებს ის რეფორმები გააკეთოს, რომლითაც ქართული ოცნება ხელისუფლებას ვეღარ შეინარჩუნებს. ამიტომ ქართულ ოცნება ცდლობს, რომ დისტანცირება გააკეთოს უკვე ღიად და ეს ქართველი ხალხისთვის უკვე მისაღებად გახადოს”,- თქვა ნოდარ ხარშილაძემ.

მისივე თქმით, ამგვარი პოლიტიკის შედეგი იქნება ის, რომ საქართველოს ვეღარ მიიღებს ფულად დახმარებას ევროპისგან, რაც ნამდვილად მოსახლეობას ხმარდებოდა, რადგან მათი მხრიდან ხარჯვაზე მონიტორინგიც მკაცრი იყო, დახმარების შეწყვეტას კი მოსახლეობა საკუთარ თავზე იგრძნობს.

“ეს რა მოვისმინე, რეებს ლაპარაკობენ ქოცები ევროპარლამენტარებზე. რა უნდა იყოს ამათგან გასაკვირი თითქოს, მარა ეს უკვე ანტირეკორდების პიკია. ევროპარლამენტარები პოლარიზაციას აღრმავებენო.” – ამბობს ნიკა გვარამია “ქართული ოცნების” დეპუტატების განცხადებებზე 

ცნობისთვის, ვიზიტის გაუქმებასთან დაკავშირებით ევროპარლამენტარებმა წერილი გუშინ, 21 იანვარს   გამოაქვეყნეს. ვიოლა ფონ კრამონის, მირიამ ლექსმანისა და მარინა კალიურანდის წერილში აღნიშნული იყო, რომ ვიზიტი 21-22 იანვარს იყო დაგეგმილი, მაგრამ პაპუაშვილმა ამ შეხვერაზე მოუცლელობის მიზეზით უარი თქვა და ევროპარლამენტარები “პოლარიზაციის რისკების ზრდაში” დაადანაშაულა

წინა სტატიაენმ საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორსა და მეგობარ სახელმწიფოს – უკრაინას უპირობო თანადგომას უცხადებს
შემდეგი სტატიაკიევში აშშ საელჩომ სახდეპს მიმართა, რომ ქვეყნიდან ნაკლებად მნიშვნელოვანი თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრების ევაკუაცია დაიწყოს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური