ევროპა და ევროპული ფასეულობები არ არის ქართული ოცნების ინტერესების საგანი – ბრიფინგი დროას ოფისში

0
166

“ქართულმა ოცნებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ევროპა და ევროპული ფასეულობები არ გახლავთ მათი ინტერესების საგანი. პირიქით, ამ გადაწყვეტილებით, მმართველმა პარტიამ მნიშვნელოვნად დააზიანა ქვეყნის ეროვნული ინტერესები. ასევე დაზიანდა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი” – ასე ეხმაურება პარტია დროა ჟან მონეს დიალოგის ფორმატში ჩაშლილ ვიზიტს. 

“კარგად უნდა გვესმოდეს ამ ვიზიტის ჩაშლის მნიშვნელობა. ძალიან სამწუხაროა, რომ ევროპარლამენტარებს საკუთარი უკმაყოფილების გამოხატვა საჯარო განცხადებისა და წერილის ფორმით მოუწიათ. ეს ასევე აზიანებს ჩვენს ინტერესებს და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ქართულ ოცნებას გამთლიანებისკენ სვლისგან განსხვავებული დღის წესრიგი აქვს. განსაკუთრებით, გლობალურ  ევროპულ უსაფრთხოებაში მიმდინარე კრიზისის ფონზე, როდესაც ეროვნულ კონსენსუსს და ეროვნულ თანხმობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, იმისათვის, რომ ჩვენი ადგილი ვიპოვოთ ერთიან, თავისუფალ და მშვიდობიან ევროპაში. ეს პროცესები ახლა მიმდინარეობს და ამ გადაწყვეტილებით, ეროვნული ინტერესების საზიანოდ, საქართველო დაშორდა ამ პროცესს” – თქვა დროას ოფისში გამართულ ბრიფინგზე ბათუ ქუთელიამ.

პარტია ითხოვს, პარლამენტის თავმჯდომარემ დაუყოვნებლივ გასცეს პასუხი ევროპარლამენტარების წერილს, დაინიშნოს მოლაპარაკებების ახალი რაუნდი და “გაიმართოს მოლაპარაკებები სწორედ იმ თემებზე, რაც საშუალებას მისცემს ქვეყანას, გამოვიდეს შიდაპოლიტიკური კრიზისიდან”. 

აღსანიშნავია, რომ ჟან მონეს ფორმატის შექმნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ ხელისუფლებისა და ოპოზიციური პარტიებისთვის შეთავაზებულ დოკუმენტში იყო განაზღვრული 

წინა სტატიაკიევში აშშ საელჩომ სახდეპს მიმართა, რომ ქვეყნიდან ნაკლებად მნიშვნელოვანი თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრების ევაკუაცია დაიწყოს
შემდეგი სტატია6.6 მეათედი მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა იაპონიაში
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური