მთავარისიახლეებიპოლიტიკაენმ საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორსა და მეგობარ სახელმწიფოს - უკრაინას უპირობო თანადგომას უცხადებს

ენმ საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორსა და მეგობარ სახელმწიფოს – უკრაინას უპირობო თანადგომას უცხადებს

Published on

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორსა და მეგობარ სახელმწიფოს – უკრაინას უპირობო თანადგომას უცხადებს თავისუფლებისთვის ბრძოლაში, – ამის შესახებ პარტიის განცხადებაშია აღნიშნული.

პარტიაში ამბობენ, რომ რუსეთის აგრესიულ პოლიტიკასთან მიმართებით საქართველოს ხელისუფლების პასიურობა და დუმილი სახელმწიფოებრივ ინტერესებსა და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს ეწინააღმდეგება.

“ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, უკრაინელი ხალხის თავისუფალ არჩევანს, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე გაწევრიანდეს ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსსა და ნებისმიერ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში.

რუსეთის მმართველი რეჟიმის გაცხადებული პოლიტიკაა, სახეცვლილი ფორმით საბჭოთა კავშირი და მისთვის დამახასიათებელი გავლენის სფეროებისა და ბუფერული ზონების პოლიტიკა აღადგინოს.

რუსეთის ფედერაცია მეზობელი ქვეყნების ოკუპაციისა და ანექსიის მიზნით დაუფარავად მიმართავს კონვენციურ სამხედრო მოქმედებებსა და ჰიბრიდული ომის მეთოდებს. ამის მაგალითებია: 2008 წელს რუსეთის აგრესიის შედეგად აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის, ასევე 2014 წელს სამხედრო ინტერვენციის გზით უკრაინაში ყირიმისა და დონბასის რეგიონების ოკუპაცია.

რუსეთის ფედერაციის ზემოაღნიშნული ქმედებები ძირს უთხრის ჯერ კიდევ ათწლეულების წინ დამკვიდრებული ევროპული და მსოფლიო უსაფრთხოების არქიტექტურას და ემუქრება არა მარტო ჩვენს რეგიონს, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით სახიფათო პრეცედენტს ახალისებს.

საერთაშორისო საზოგადოების მკაფიო პოზიცია, განხორციელებული და დაგეგმილი კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები გადამწყვეტია რუსეთის აგრესიული პოლიტიკის შესაკავებლად. დემოკრატიული სახელმწიფოების უპრეცედენტო ერთიანობა და ძალისხმევა არის მკაფიო გზავნილი რუსეთის ფედერაციისთვის, რომ ცივილიზებული სამყარო რუსეთის იმპერიალისტურ მოქმედებებს წინ აღუდგება.

საქართველო და უკრაინა საერთო გამოწვევების წინაშე იმყოფებიან. დეოკუპაცია და თავისუფლება – ჩვენი საერთო ბრძოლაა. შესაბამისად, რუსეთის აგრესიულ პოლიტიკასთან მიმართებით ხელისუფლების უკიდურესი პასიურობა და დუმილი საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებსა და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს ეწინააღმდეგება. ამავე დროს, უკრაინასთან ახლო თანამშრომლობა და საერთო ძალისხმევა არსებული საფრთხეების დასაძლევად ხსნის შესაძლებლობების ფანჯარას, რათა დაჩქარდეს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია, რაც არის ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისა და უსაფრთხოების წინაპირობა”, – ნათქვამია ენმ-ის განცხადებაში.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....