თუ ნებისმიერი რუსული სამხედრო შენაერთი უკრაინის საზღვარს გადაკვეთს, ეს შეჭრა იქნება – ბაიდენი

0
240

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამბობს, რომ ნებისმიერი რუსული სამხედრო დანაყოფის მიერ უკრაინის საზღვრის გადაკვეთა შეჭრად იქნება შეფასებული, რასაც მკაცრი და კოორდინირებული პასუხი გაეცემა.

ეს განმარტება პრეზიდენტმა 19 იანვრის პრესკონფერენციაზე მისივე განცხადებაზე გამოთქმული კრიტიკის საპასუხოდ გააკეთა, სადაც ვარაუდი გამოთქვა, რომ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება და აღნიშნა, რომ ამაზე აშშ-ის პასუხი კრემლისთვის “კატასტროფა იქნება”.

“მე ცალსახად ვუთხარი პრეზიდენტ პუტინს და მან ეს გაიგო. თუ ნებისმიერი რუსული შენაერთი გადაკვეთს უკრაინის საზღვარს, ეს იქნება შეჭრა, მაგრამ ამას მოჰყვება მძიმე და კოორდინირებული ეკონომიკური პასუხი, რომელიც მე განვიხილე ჩვენს მოკავშირეებთან და ასევე, ამის შესახებ ვუთხარი პრეზიდენტ პუტინსაც. მაგრამ არავის შეეპაროს ეჭვი, რომ თუ პუტინი ამ არჩევანს გააკეთებს, რუსეთს დიდი საფასურის გადახდა მოუწევს.

ამასთან, ეს არ არის ერთადერთი სცენარი, რომლისთვისაც ჩვენ მზად ვართ. რუსეთს აქვს გრძელი ისტორია აგრესიის განხორციელებისას ისეთი ზომების გამოყენებისა, რომლებიც არ არის სამხედრო და ნახევრად სამხედრო ტაქტიკაა, ე.წ. ნაცრისფერი ზონის თავდასხმები და ქმედებები, რომლებსაც ახორციელებენ რუსი სამხედროები და მათ ფორმა არ აცვიათ. გახსოვთ, ისინი შეიჭრნენ დონბასში. პატარა მწვანე კაცუნები? ეს მოიცავს ამ მწვანე კაცუნებსაც და კიბრთავდასხმებსაც. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ასეთ ქმედებებზე საპასუხოდ და ეს უნდა იყოს გადამწყვეტი და ერთიანი პასუხი იმ ინსტრუმენტების გამოყენებით, რომლებიც გვაქვს”, – თქვა ჯო ბაიდენმა.

წინა სტატიაშშმ პირის დედამ ივანიშვილის რეზიდენციასთან თვითმკვლელობა სცადა
შემდეგი სტატიაჯანმომ მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნის რეკომენდაცია გასცა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური