მთავარისიახლეებიშშმ პირის დედამ ივანიშვილის რეზიდენციასთან თვითმკვლელობა სცადა

შშმ პირის დედამ ივანიშვილის რეზიდენციასთან თვითმკვლელობა სცადა

Published on

მძიმე სოციალური ფონისა და ხელისუფლების უყურადღებობის გამო, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის დედამ ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან სუიციდი სცადა.

თამუნა იარაჯულმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მას შემდეგ მიმართა, რაც გაზი ჩაუჭრეს და მის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილს სიცივეში ყოფნა გაუჭირდა.

ქალმა გაზრდილი ტარიფის გამო, დავალიანების გადახდა ვერ შეძლო და კომპანიისგან თარიღის გადავადებას ითხოვდა.

მწვავე პროტესტი, თამუნა იარაჯულმა ჯერ კანცელარიის შენობაში გამოხატა და პრემიერთან შეხვედრას უშედეგოდ ითხოვდა, მოგვიანებით კი ივანიშვილის სასახლესთან მისვლა გადაწყვიტა. მომხდარის გამო მრავალშვილიანი დედა, პოლიციაში გუშინ გამოკითხეს.

“ბატონო ბიძინა, რატომ დაგვიტოვეთ ისეთი მთავრობა, რომელმაც ბიუჯეტი ჩაიდო ჯიბეში, ქვეყანა ჩაიდო ჯიბეში და ჩვენი შვილები უნდა გაიყინონ ამ ზამთარს, უნდა დაიხოცონ. ერთი წამი იყო გაელვება, რომ იქნებ მე რომ აღარ ვიქნები, ყველას ეშველოს-მეთქი. როგორ მივიდე და ვუთხრა აუტიზმის მქონე შვილს, რომ დაწვეს სითბოში, ჰიპერაქტიურია, უნდა ირბინოს. ხომ შეიძლება ქვეყანამ იმუშაოს ისე, რომ მარტო მანქანები არ შევიძინოთ ყოველწლიურად მილიონობით საფასური, ამ ქვეყანაში მარტო თქვენ შვილებს არ წაუღოთ და ნამცეცები მაინც გადაუყაროთ სხვის შვილებს. ხომ შეიძლება, რომ ჩვენმა შვილებმაც იცხოვრონ?! ყველა ვერ გავიქცევით ამ ქვეყნიდან”, – თქვა თამუნა იარაჯულმა.

მოგვიანებით მან სოციალურ ქსელში ულტიმატუმის პირობები დაწერა და პრემიერს 3-დღიანი ვადა მისცა. მრავალშვილიანი დედა, პენსიის მინიმუმ 300 ლარამდე გაზრდას, ასევე ყველა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის, საყოველთაო დაზღვევას ითხოვს, სადაც გამოკვლევის, მკურნალობისა და მედიკამენტების პაკეტი იქნება და მესამე – მისი მოთხოვნაა, ზამთრის პერიოდში არავის შეუწყვიტონ ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი.

მრავალშვილიანი დედა გავრცელებულ პოსტში მადლობას უხდის იმ ადამიანებსაც, ვინც მისი დავალიანება დაფარა. ბუნებრივი აირის მიწოდება მას მხოლოდ ამის შემდეგ აღუდგინეს.

სიახლეები

ძალიან მეტკინა ამ კაცს ასე რომ მოექცნენ – მაჩალიკაშვილი გახარიაზე თავდასხმაზე

პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი პარტია "საქართველოსთვის" ლიდერზე, გიორგი...

საქართველო იფიცება – 3 საათით ასობით კომპანია მუშაობას აჩერებს

ამ წუთიდან ქვეყანა იფიცება. საქართველოს ასობით კომპანია მუშაობას 3 საათით აჩერებს. 3 -დან 6...

სოციალური საწარმო ”Mego Bar”-ი დღეს დაგეგმილ საყოველთაო გაფიცვას უერთდება

Mego Bar უერთდება საყოველთაო გაფიცვას, 15 იანვარს, 15:00 დან 18:00 სთ მდე არ იმუშავებს უფასო...

”საერთაშორისო გამჭვირვალობა” ზვიად ქორიძეზე თავდამსხმელების დაკავებას ითხოვს

   ბათუმში წუხელ მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით ''საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო'' განცხადებას ავრცელებს,რომელსაც ოდიშინიუსი უცვლელად გთავაზობთვეხმიანებით...