მთავარისიახლეებიმსოფლიო„პუტინს მოვუწოდებ თავი შეიკავოს და უკრაინიდან უკან დაიხიოს ვიდრე დიდ სტრატეგიულ შეცდომას...

„პუტინს მოვუწოდებ თავი შეიკავოს და უკრაინიდან უკან დაიხიოს ვიდრე დიდ სტრატეგიულ შეცდომას დაუშვებს.” – ლიზ ტრასი

Published on

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ლიზ ტრასი რუსეთს აფრთხილებს, რომ უკრაინაში ნებისმიერი ტიპის შეჭრა მძიმე შედეგების მომტანი იქნება.

ტრასმა სიდნეიში ვიზიტისას უკრაინაში არსებულ დაძაბულ მდგომარეობაზეც ისაუბრა და უკრაინის კონფლიქტი უფრო ფართო ჭრილში, ლიბერალურ და ავტოკრატიულ ქვეყნებს შორის უთანხმოების ნაწილად განიხილა.

„პუტინს მოვუწოდებ თავი შეიკავოს და უკრაინიდან უკან დაიხიოს ვიდრე დიდ სტრატეგიულ შეცდომას დაუშვებს. კრემლმა ისტორიისგან გაკვეთილი ვერ ისწავლა. შეჭრა მხოლოდ საშინელ ჭაობსა და მსხვერპლს მოიტანს, რაც უკვე ვნახეთ ჩეჩნეთში საბჭოთა კავშირსა და ავღანეთს შორის ომში.

ჩვენ გვინდა, რომ ყველამ აიმაღლოს ხმა. ჩვენს მოკავშირეებთან ერთად გავაგრძელებთ უკრაინასთან დგომას და რუსეთს დეესკალაციასა და შინაარსიან დისკუსიებში მონაწილეობას ვაიძულებთ. რაც აღმოსავლეთ ევროპაში ხდება მსოფლიოსაც ეხება.

ავტოკრატიების ამგვარი წაქეზება ჩვენ ცივი ომის შემდეგ არ გვინახავს. მათ დიქტატურის, როგორც სერვისის სამყაროს გარშემო გავრცელება სურთ. ამიტომაც მიიჩნევენ ისეთი რეჟიმები, როგორიცაა ბელარუსი, ჩრდილოეთ კორეა და მიანმარი ყველაზე ახლო მოკავშირეებად მოსკოვსა და პეკინს.“ – განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ლიზ ტრასის ეს განცხადება ბლინკენსა და ლავროვს შორის შეხვედრამდე გავრცელდა. 

სიახლეები

“თუ ვითარება არ შეიცვლება, საქართველომ შესაძლოა დიდი ხნით დაკარგოს EU-ს წევრობის შანსი”- ჰერჩინსკის ქართული მიმართვა ევროპის დღეზე

"თუ ვითარება არ შეიცვლება, საქართველომ შესაძლოა დიდი ხნით დაკარგოს EU-ს წევრობის შანსი" - ამის...

ტრამპმა დაადასტურა, რომ ამ ომის დასრულება სურს – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის შესახებ „ტელეგრამ“ არხზე წერს. მისი...

ვისაც გვჯერა ევროპული საქართველოსი და არა რუსულ ჩექმის ქვეშ გატრუნულისა, დღეს ყველა ვიქნებით ევროპის მოედანზე! – ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღევანდელ, 9 მაისის მარშს სოციალურ ქსელში ეხმიანება: ვისაც გვჯერა ევროპული...