ჯანმომ მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნის რეკომენდაცია გასცა

0
278

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნის ან შემსუბუქების რეკომენდაცია გასცა. საგანგებო კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დაწესებულმა შეზღუდვებმა ომიკრონის გავრცელებას ხელი ვერ შეუშალა და ის ყველა ქვეყანაში ეკონომიკურ და სოციალურ სტრესს უწყობს ხელს.

ასევე, კომიტეტის ინიციატივაა, რომ საერთაშორისო მოგზაურებისთვის ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა ერთადერთი მოთხოვნა არ იყოს, რადგან, მათი თქმით, აცრები სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვანაირადაა ხელმისაწვდომი. სანაცვლოდ, კომიტეტი სთავაზობს ქვეყნებს, უფრო ფართოდ გამოიყენონ სხვა ზომები, მაგალითად, ტესტირება ან იზოლაცია/კარანტინი.

წინა სტატიათუ ნებისმიერი რუსული სამხედრო შენაერთი უკრაინის საზღვარს გადაკვეთს, ეს შეჭრა იქნება – ბაიდენი
შემდეგი სტატიაზუგდიდის ბოტანიკური ბაღში 2022 წლის თებერვლიდან შესვლა ფასიანი ხდება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური