მთავარისიახლეებისაზოგადოებადიდთოვლობის გამო ავტოტრანსპორტის გადაადგილების სპეციალური რეჟიმები მოქმედებს

დიდთოვლობის გამო ავტოტრანსპორტის გადაადგილების სპეციალური რეჟიმები მოქმედებს

Published on

რთული მეტეოროლოგიური პირობებისა და დიდთოვლობის გამო არაერთ საავტომობილო გზაზე გადაადგილება შეზღუდულია. თუმცა, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ავტოტრანსპორტის გადაადგილების სპეციალური რეჟიმები ჯერჯერობით კვლავ მოქმედებს შემდეგ საავტომობილო გზებზე:

  • ინტენსიური თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის კმ63-კმ96 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია;
  • შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ30-კმ186 (ჯვარი-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ხოლო, კმ138-კმ186 (მესტია-უშგული) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო გზის კმ1-კმ30 (ზუგდიდი-ჯვარი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
  • თოვლის და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ52 მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია;
  • თოვლის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ვტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია;
  •  შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ42-კმ125 (ცაგერი-მელე) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო გზის კმ1-კმ42 (წყალტუბოს გადასახვევი-ცაგერი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია;
  • ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის კმ1-კმ22 მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია;
  • საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზებზე გადაადგილების შეფერხებების თავიდან აცილების მიზნით, გაწმენდითი სამუშაოები გუშინ მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა და ამ წუთებშიც აქტიურად გრძელდება. ყველა მიმართულებით ადგილზე მობილიზებულია თოვლმწმენდი ტექნიკა და გზებზე განუწყვეტლივ იყრება ტექნიკური მარილი, რათა ავტოტრანსპორტის მოძრაობა უმოკლეს პერიოდში აღდგეს.საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.

სიახლეები

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 11 წელი მიუსაჯა მასწავლებელს,რომელმაც მოსწავლის მიმართ გარყვნილი ქმედება ჩაიდინა

პროკურატურის ინფორმაციით, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ თოთხმეტი და თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირების მიმართ, ძალადობის...

სახდეპი-განვიხილავთ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლებიც საქართველოს მთავრობამ შეიძლება გადადგას

TV ფორმულა ავრცელებს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის კომენატარს, რომელიც მათი ცნობით დეპარტამენტმა ტელევიზიას გამოუგზავნა. სახ.დეპის განცხადებით,...

სასახლის ღობის საქმე – სასამართლოში 15 პირის პროცესი მიმდინარეობს

სასახლის ღობის საქმე - საქალაქო სასამართლოში 15 პირის პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს...

ნუ ცდიან ჩვენს ძალას, ვინც ეს სცადა, თავი რკინის მუშტით გაუტყდა – ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, უშიშროების საბჭოს სხდომაზე უმკაცრესი განცხადება გააკეთა ნახიჩევანის ინცინდენტის შესახებ, არმიას...