მთავარისიახლეებიპოლიტიკა"წალენჯიხა- ერთადერთი ადგილი საქართველოში, სადაც "ოცნებამ" ადგილობრივი ხელისუფლების უზურპაცია ვერ მოახდინა

“წალენჯიხა- ერთადერთი ადგილი საქართველოში, სადაც “ოცნებამ” ადგილობრივი ხელისუფლების უზურპაცია ვერ მოახდინა

Published on

“წალენჯიხაში არსებული კრიზისი გადაილახა… მოვუწოდებ ქართულ ბიზნესებს, მაქსიმალურად გადარეგისტრირდნენ გადასახადების გადამხდელად წალენჯიხაში… მივბაძოთ ტელეკომპანია “მთავარ არხს” და მამუკა ხაზარაძეს”, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გავრცელებულ მიმართვაში საუბრობს:

მივესალმები წალენჯიხაში საერთო ოპოზიურ შეთანხმებას და საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი გახარიას პარტია “საქართველოსთვის” წევრის, კორნელი სალიას არჩევას. ამით წალენჯიხაში არსებული კრიზისი გადაილახა და მერის ხელახალი არჩევნები თავიდან იქნა აცილებული. 

ჩვენი პარტიის წარმომადგენელი გია ხარჩილავა რჩება წალენჯიხის მერად და ითანამშრომლებს ყველა წალენჯიხელთან და ოპოზიციის ყველა წარმომადგენელთან. 

მოვუწოდებ ქართულ ბიზნესებს, მაქსიმალურად გადარეგისტრირდნენ გადასახადების გადამხდელად წალენჯიხაში, ერთადერთ ადგილას საქართველოში, სადაც “ოცნებამ” ადგილობრივი ხელისუფლების უზურპაცია ვერ მოახდინა. 

მივბაძოთ ტელეკომპანია “მთავარ არხს” და მამუკა ხაზარაძეს, რომელთაც ასეთი გადაწყვეტილება უკვე მიიღეს!, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

სიახლეები

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...

”ირო წიმი ევროპაშა”-ამ სლოგანით დღეს ზუგდიდში აქცია გაიმართება

9 მაისი, 19:00 - ზუგდიდი, სამხარეო ადმინისტრაციის წინ! 75 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ევროპამ...

“მთელს ევროპაში ასე უცებ ვერ გავასწორებთ ორმაგ სტანდარტებს” -ბოჭორიშვილი EU-ის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე არმიწვევაზე

"პოლონეთს კითხეთ , ორმაგი სტანდარტები არის ყველგან, ორმაგი სტანდარტებით ხდება მიდგომა. საქართველოში არ არის...