მთავარისიახლეებიპოლიტიკაპროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს დაზარალებულის სტატუსი არ მიანიჭა

პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს დაზარალებულის სტატუსი არ მიანიჭა

Published on

პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს დაზარალებულის სტატუსი არ მიანიჭა. ამის შესახებ უწყებამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნების მიღებამდე და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებამდე, პროკურატურა “მოკლებულია შესაძლებლობას”, საქმეზე რაიმე სახის შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიიღოს.

“საქმეზე დანიშნულია კომისიური სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნის პერიოდში თუ რამდენად სათანადო სამედიცინო მომსახურება გაეწია მას; დანიშნულია ფსიქოლოგიური ექსპერტიზა; საქმეზე გამოთხოვილ აუდიო-ვიდეო ჩანაწერებზე დანიშნულია ჰაბიტოსკოპიური, ვიდეოსკოპიური და საინფორმაციო-ტექნოლოგიური ექსპერტიზები; ასევე ტრასოლოგიური ექსპერტიზა, რომლის პასუხები გამოძიებას ამ ეტაპისთვის არ მიუღია და რომლის შედეგებიც ძალიან მნიშვნელოვანია გარემოებების დასადგენად”, — აღნიშნავენ პროკურატურაში.

მათივე განცხადებით, ხსენებულის გათვალისწინებით, დაცვის მხარის მოთხოვნა, მიხეილ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობის შესახებ, “დაუსაბუთებლობის” გამო არ დაკმაყოფილდა.

“ამავდროულად, პროკურატურა გამოთქვამს მზაობას დაცვის უფლების სრულყოფილად უზრუნველყოფისთვის, მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველ ადვოკატებს მიეცეთ სისხლის სამართლისაქმის მასალების გაცნობის შესაძლებლობა”, — ვკითხულობთ განცახდებაში.

ექსპრეზიდენტის ადვოკატებმა მისი დაზარალებულად ცნობის მოთხოვნით პროკურატურაში განცხადება 18 იანვარს შეიტანეს. ერთ-ერთი ადვოკატის, ნიკა გვარამიას განცხადებით, სააკაშვილის წინააღმდეგ ადგილი ჰქონდა არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობას. გვარამია ამბობდა, რომ არ ჰქონდა “ილუზია” სააკაშვილს დაზარალებულად ცნობასთან დაკავშირებით, ამიტომ სახელმწიფო ინსპექტორს მოუწოდა, მის ხელთ არსებული ვიდეო მასალა გამოექვეყნებინა.

სიახლეები

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა და მას რამდენიმე საათით ადრე...

მერცი, მაკრონი, სტარმერი და ტუსკი კიევში ჩავიდნენ

გერმანიის ახალი კანცლერი ფრიდრიხ მერცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი...

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...