მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილს გუშინ შარლ მიშელმა და ურსულა ფონ დერ ლაიენმა წერილი...

მიხეილ სააკაშვილს გუშინ შარლ მიშელმა და ურსულა ფონ დერ ლაიენმა წერილი გამოუგზავნეს

Published on

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, გიორგი მშვენიერაძის განცხადებით, მესამე პრეზიდენტს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელისა და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის წერილი გადასცა, სადაც ყურადღება გამახვილებულია მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. მშვენიერაძის თქმით, ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტები წერილში წერენ, რომ აგრძელებენ მიმდინარე პროცესებზე დაკვირვებას.

ძვირფასო ბატონო მიხეილ, გმადლობთ 2021 წლის 14 ოქტომბრის წერილისთვის.

მივესალმებით შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილებას და გისურვებთ წარმატებულ გამოჯანმრთელებას. საქართველოს ხელისუფლებას აქვს სამართლებრივი პასუხისმგებლობა, უზრუნველყოს პატიმრის ჯანმრთელობა და, შესაბამისად, უზრუნველყოს ადეკვატური მკურნალობა. მოვუწოდებთ საქართველოს, შეასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით ნაკისრი ვალდებულებები და სრულად დაიცვას სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ გამოტანილი დროებითი ღონისძიებით დადგენილი მოთხოვნები.

მომავალში, ძალიან მნიშვნელოვანია, მოხდეს შემდგომი დეესკალაცია და ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ერთად შეიტანონ ამაში წვლილი. ჩვენ განსაკუთრებული ყურადღებით დავაკვირდებით თქვენი ფუნდამენტური უფლებების დაცვის საკითხს, ისევე, როგორც თქვენს მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლების განხორციელებას.

გარდა ამისა, დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული სასამართლო სისტემა, რომელიც დაიცავს ეთიკისა და კეთილსინდისიერების უმაღლეს სტანდარტებს და მოაგვარებს იმ ნაკლოვანებებს, რისი მოწმენიც გავხდით ბოლო არჩევნებზე, არის არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების ლეგიტიმური მოლოდინი, არამედ გადამწყვეტია ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობისთვის და გამომდინარეობს საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებებიდან.

საყოველთაო ჩართულობებით რეფორმების დროული გატარება და განხორციელება არის საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და სახელმწიფოს მდგრადობის კუთხით რეალური პროგრესის საუკეთესო საშუალებად. ეს კი დაასრულებს მძიმე პოლარიზაციას, რომელიც ამჟამად აზიანებს ქართულ პოლიტიკურ სისტემას.

პატივისცემით,

ევროპის კავშირის საბჭოს სახელით – ფრედერიკ ბერნარდი, პრეზიდენტ შარლ მიშელის კაბინეტის ხელმძღვანელი

ევროკომისიის სახელით – ბიორნ ზიბერტი, პრეზიდენ ურსულა ფონ დერ ლაიენის კაბინეტის ხელმძღვანელი

ადვოკატ გიორგი მშვენიერაძის  თქმით, მან  უკვე გადასცა მიხეილ სააკაშვილს შარლ მიშელისა და ურსულა ფონ დერ ლაიენის წერილი

“გადავეცი წერილი, რომელიც მას გუშინ გადმოუგზავნეს შარლ მიშელისა და ურსულა ფონ დერ ლაიენის კაბინეტიდან. წერილში განსაკუთრებულ ყურადღებას გამოხატავენ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, მის მიმართ ვალდებულებებს შეახსენებენ მკაცრად საქართველოს ხელისუფლებას, რომ უზრუნველყოფილი იყოს ყველა ის უფლება, რომელიც ადამიანის უფლებათა კონვენციით განმტკიცებულია ევროპის საბჭოს ქვეყნებისათვის. ამავდროულად, ისინი გააგრძელებენ დაკვირვებას მიმდინარე პროცესების. საუბარია სამართლიანი სასამართლოს უფლების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე”, —აღნიშნა გიორგი მშვენიერაძემ  

 

სიახლეები

საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირის გაფართოების ანგარიში 4 ნოემბერს გამოქვეყნდება

ევროკომისარი გაფართოების საკითხებში მარტა კოსი 2025 წლის ევროკავშირის გაფართოების პაკეტს უახლოეს დღეებში ევროპარლამენტის საგარეო...

ვასილ ივანოვ -ჩიქოვანმა ფოთის იზოლატორი დატოვა

ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი თავისუფალია - ჟურნალისტმა ფოთის იზოლატორი დატოვა სასამართლომ ჟურნალისტ ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს 7-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. ჩიქოვანს...

უკრაინას 1 500 000 ლარის გენერატორებს გავუგზავნით – კობახიძის მთავრობის ადმინისტრაცია

კობახიძის მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, "საქართველოს მთავრობა უკრაინას გენერატორებს გაუგზავნის". "განკარგულება, რომელსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი...

ზურაბ ცეცხლაძე თავისუფალია – სინდისის პატიმრის მამამ იზოლატორი დატოვა

ზურაბ ცეცხლაძე თავისუფალია - სინდისის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის მამამ იზოლატორი დატოვა. ცეცხლაძეს 7 დღიანი ადმინისტრაციული...