მთავარისიახლეებიმსოფლიოჯო ბაიდენმა "მწვანე აუნთო" რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრას. კიევი გაოგნებულია".

ჯო ბაიდენმა “მწვანე აუნთო” რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრას. კიევი გაოგნებულია”.

Published on

ჯო ბაიდენის ვარაუდით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი უკრაინაში შევა, მაგრამ ეს არ იქნება “სრულფასოვანი” ომი. 

აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინა-რუსეთის კონტექსტში ასევე თქვა სიტყვები: “მცირე შეჭრა” – მისი განცხადებით, ეს რუსეთისთვის ნაკლებ უარყოფით შედეგს მოიტანს, ვიდრე “სრულმასშტაბიანი შეჭრა”. 

პრესკონფერენციაზე დასმულ კითხვას, რომელიც რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის მუქარას ეხებოდა, ბაიდენმა უპასუხა: “ჩემი აზრით, პუტინი უკრაინაში შევა, მან რამე უნდა გააკეთოს”. 

თუმცა, აშშ-ის პრეზიდენტისვე განცხადებით, რუსეთის ლიდერი “სერიოზული და დიდი ფასის” გადაიხდის  იმ შემთხვევაში, თუ ის დასავლეთს “გამოცდის”. 

“მცირე შეჭრა” ერთია, ჩვენ შეიძლება ვიკამათოთ იმაზე, რა გავაკეთოთ და რა არა. მაგრამ თუ ისინი მაინც გააკეთებენ იმას, რისი გაკეთებაც შეუძლიათ საზღვართან თავმოყრილი სამხედროებით, ეს რუსეთისთვის კატასტროფა იქნება”. – თქვა ჯო ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტის ამ განცხადებების პასუხად უკრაინაში განაცხადეს, რომ შოკირებულები არიან, ვინაიდან ჯო ბაიდენმა “მწვანე აუნთო” რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრას. 

უკრაინის მთავრობის წარმომადგენელმა CNN-ს უთხრა, რომ აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენლების მხრიდან მსგავსი რამ არასდროს მოუსმენიათ. 

“კიევი გაოგნებულია”. – თქვა მან.

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...