მთავარისიახლეებიპოლიტიკაგახარიას პარტია ენმ-ს არა უბრალოდ მოკავშირე, არამედ მისი გაგრძელებაა" -სოზარ სუბარი

გახარიას პარტია ენმ-ს არა უბრალოდ მოკავშირე, არამედ მისი გაგრძელებაა” -სოზარ სუბარი

Published on

წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევის შემდეგ ქართული ოცნების წევრი, სოზარ სუბარი ამბობს, რომ პარტია საქართველო და ნაციონალური მოძრაობა მოკავშირე პარტიები არიან.საკრებულოს თავმჯდომარედ გახარიას პარტიის წევრი, კორნელი სალია აირჩიეს. აღნიშნულ ფაქტს პარტიის ცენტრალურ ოფისში ბრიფინგით გამოეხმაურნენ.“დღეს მინიმალური კითხვის ნიშანიც ვეღარავის ექნება, რომ გახარია და მისი პარტია სააკაშვილისა და ენმ-ს ინტერესების გამტარებელია. ეს ორი პარტია ერთად ცდილობს, დააზიანონ სახელმწიფო, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში ხელოვნურად შექმნან კრიზისი და იმოქმედონ საზოგადოებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების საწინააღმდეგოდ. ახლა უკვე საბოლოოდ გაივლო ხაზი და საზოგადოებისთვისაც გაცხადდა, რომ პარტია საქართველოსთვის დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტი არ არის. გახარიას პარტია ენმ-ს არა უბრალოდ მოკავშირე, არამედ მისი გაგრძელებაა”, – განაცხადა სუბარმა.

სიახლეები

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა და მას რამდენიმე საათით ადრე...

მერცი, მაკრონი, სტარმერი და ტუსკი კიევში ჩავიდნენ

გერმანიის ახალი კანცლერი ფრიდრიხ მერცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი...

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...