წონასწორობის დარღვევა, სისუსტე, სტრესული აშლილობა, დეპრესია, ანემია – კონსილიუმის დასკვნა სააკაშვილზე

0
259

გამოხატულია პოლინეიროპათიის და მხედველობითი სიმპტომატიკა, წონასწორობის დარღვევა, სისუსტე. რჩება პოსტტრავმული სტრესული აშლილობა, დეპრესია და ანემია – ასე აფასებენ ომბუდსმენის მიერ შექმნილმა ექიმთა კონსილიუმის წევრები საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას.

კონსილიუმის წევრი თენგიზ წულაძე აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია, სააკაშვილის მედიკამენტურ მკურნალობაში ჩაერთოს ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია.

მედიკოსი იქვე ამბობს, რომ რუსთავის ცხიეში სააკაშვილის სრული რებილიტაცია ნეკლებად რეალისტურია.

ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, მედიკამენტურ მკურნალობაში ჩაერთოს ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია. რომელიც მიგვაჩნია, რომ საპატიმროს პირობებში ნაკლებად რეალისტურია, თუმცა შეუძლებელი არ უნდა იყოს. ზოგადად დეპრესიას რაც შეეხება, არ ვიცი რამდენად იცნობს საზოგადოება, მაგრამ მნიშვნელოვანი დაავადებაა, ის ზრდის ზოგადად სიკვდილობას, სხვადასხვა დაავადებების ავადობას და სუიციდალურ ფიქრებსაც.

ზოგადად, სასჯელაღსრულების დსაწესებულებამ გამოიწვია ის მდგომარეობა, რაც აქ არის. ამიტომ ჩვენ ვთვლით, რომ ნაკლებად რეალისტურია, მაგრამ ყოველშემთხვევაში უნდა სცადონ მაინც, რომ პაციენტს შესთაბვაზონ ფსიქოთერაპია და ფიზიკური რეაბილიტაცია” – თქვა მედიკოსმა.

გიორგი კაჭარავა კი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის კონტექსტი ფსიქოლოგიური, ნევროლოგიური კუთხით მის მდგომარეობას ამძიმებს.

და თუ რამე არ შეიცვლება, ამ მოცემულობაში, იგივე რეკომენდაციის მიზნით მიხეილ სააკაშვილის სანახავად ციხეში შესვლას დიდი აზრი არ აქვს.

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას მიერ შექმნილმა ექიმთა კონსილიუმმა პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მესამე დასკვნა გამოაქვეყნა. დასკვნას 8 სამედიცინო ექსპერტი აწერს ხელს.

ომბუდსმენის ინფორმაციით, სამი ვიზიტის განმავლობაში, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის მეთოდოლოგიის თვალსაზრისით, არსებითი ცვლილებები არ მომხდარა. სახალხო დამცველმა დღეს პირდაპირ თქვა ისიც, რომ, კონსილიუმის მიერ გაცემული რეკომენდაციები ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაციის საჭიროებაზე ამ დრომდე შეუსრულებელია.
სამმა ვიზიტმა დაგვანახა, რომ მკურნალობის მიდგომებისა და პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის თვალსაზრისით, არსებითი ცვლილებები არაა. ამიტომ, შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ ეს ანგარიში, შეფასებები და რეკომენდაციები იქნება შემაჯამებელი შეფასებები პაციენტის მდგომარეობის და საჭირო, აუცილებელი სამედიცინო დახმარების თაობაზე”,- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

წინა სტატიასანამ ხელისუფლება არ შეიცვლება, სააკაშვილის გათავისუფლების შანსი არის ნული – ზურაბ ჯაფარიძე
შემდეგი სტატიამითია, რომ საქართველო NATO-ში ვერ გაწევრიანდება – ბრიტანეთის საელჩო
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური