მთავარისიახლეები"ემპათია" მიხელ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებას ითხოვს

“ემპათია” მიხელ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებას ითხოვს

Published on

ცენტრ “ემპათიას” დამფუძნებელი მიხელ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებას ითხოვს. მარიამ ჯიშკარიანი “ტვ პირველთან” ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტის მკურნალობა ციხეში შეუძლებელია.

სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა კონსილიუმის დასკვნამაც დაადასტურა, რომ ციხეთა სისტემაში მისი მკურნალობა და რეაბილიტაცია შეუძლებელია. იურიდიული თვალსაზრისით, ალბათ საკითხი უნდა დადგეს სასჯელის გადავადებაზე, ვინაიდან ადამიანს შესაძლებლობა მიეცეს, ჩაიტაროს ადეკვატური მკურნალობა და რეაბილიტაცია.

დავივიწყოთ, რომ ეს არის მიხეილ სააკაშვილი, პაციენტის ინტერესებიდან გამომდინარე, მას ესაჭიროება, ადეკვატური მკურნალობა, რეაბილიტაცია და რაც მთავარია დიაგნოსტიკა.

უნდა იყოს გამონახული შესაძლებლობები, იქნება ეს იურიდიული თუ პოლიტიკური, რათა ამ ადამიანს მიეცეს შესაძლებლობა, ჩაიტაროს მკურნალობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, და ეს სახალხო დამცველის დასკვნაშიც ჩანდა, რომ ჩვენ ვდგავართ ინვალიდიზაციის გზაზე”- აცხადებს ჯიშკარიანი.

სახალხო დამცველის შემაჯამებელ დასკვნაში, ექიმებმა თქვეს, რომ სააკაშვილის მდგომარეობა მკურნალობის იმ პროტოკოლით, რომლსაც იუსტიციის სამინისტრო მას სთავაზობს, ვერ გაუმჯობესდება.

სიახლეები

მარში “მადლობა მეგობარს” 11 მაისს აშშ-ის საელჩოსთან დასრულდა

11 მაისს მარში "მადლობა მეგობარს" გაიმართა, სადაც დემონსტრანტები მეტრო "დელისთან", მეტრო "სადგურის მოედანთან" და...

“ვლადიმირ პუტინი არ ისწრაფვის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისკენ უკრაინასთან” – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს თურქეთში რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენელთა სავარაუდო პირისპირ შეხვედრის შესახებ...

“ხუთშაბათს თურქეთში პირადად დაველოდები პუტინს, ხვალიდან კი ცეცხლის შეწყვეტას ველოდებით…” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა ვლადიმირ პუტინის წინადადებას რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკების...

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა და მას რამდენიმე საათით ადრე...