მთავარისიახლეებიმსოფლიო19 იანვარს "სამშვიდობო ოპერაცია" დასრულდა, ყაზახეთი დატოვეს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების...

19 იანვარს “სამშვიდობო ოპერაცია” დასრულდა, ყაზახეთი დატოვეს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამხედროებმა

Published on

კოლექტიური უასაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (CSTO) სამხედროებმა დაასრულეს გასვლა ყაზახეთიდან, სადაც მათ იანვრის დასაწყისში ქვეყნის მთავრობამ მოუხმო სისხლიანი საპროტესტო გამოსვლების დროს ქვეყნის უდიდეს ქალაქში, ალმათიში.

ყაზახეთში რუსეთის ელჩმა, ალექსეი ბოროდავკინმა და ყაზახეთში CSTO-ის მისიის ხელმძღვანელმა, გენერალმა ანდრეი სერდიუკოვმა 19 იანვარს განაცხადეს, რომ “სამშვიდობო ოპერაცია” დასრულებულია და ყაზახეთი დატოვა ორგანიზაციის “ყველა” სამხედრომ.

ყაზახეთში გაგზავნილი იყო რუსი, სომეხი, ყირგიზი და ტაჯიკი სამხედროებისგან შემდგარი დანაყოფი, მას მერე, რაც საწვავის ფასების ზრდით გამოწვეული, მცირემასშტაბიანი საპროტესტო გამოსვლები გადაიზარდა მასობრივ და ძალადობრივ ანტისამთავრობო დემონსტრაციებში. ყაზახეთის პრეზიდენტი, ყასიმ-ჟომარტ ტოყაევი იმ დღეებში ამბობდა, რომ ალმათიზე შეტევა განახორციელა “უცხოეთში გაწვრთნილმა 20,000-მა ტერორისტმა”, და მან CSTO-ის ძალებს ქვეყანაში ვითარების “სტაბილიზაციის” მიზნით მოუხმო. ქვეყანაში მყოფი, ან საპროტესტო გამოსვლების მხარდამჭერი “ტერორისტების” შესახებ ტოყაევს მტკიცებულებები არ წარმოუდგენია.

ყაზახეთის ოფიციალური პირების განცხადებით, დემონსტრაციების დროს დაიღუპა 227-მდე ადამიანი, მათ შორის 19 სამართალდამცველი. ადამიანის უფლებების დამცველები ვარაუდობენ, რომ მსხვერპლის რეალური მონაცემი შესაძლოა გაცილებით მაღალი იყოს, რადგან მღელვარების შემდეგ ბევრი ადამიანი დაკარგული რჩება.

19 იანვარს ალმათის მესვეურებმა ქალაქში გააძლიერეს უსაფრთხოების ზომები, იმ ფონზე, როცა უცხოეთში მყოფმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, მუხთარ აბლიაზოვმა, ყაზახეთის მოქალაქეებს ამ დღეს ალმათიში და სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციების გამართვისკენ მოუწოდა.

სიახლეები

ჯიჭონაიების ოჯახი სახლიდან გამოასახლეს

მოსახლეობის წინააღმდეგობის მიუხედავად, ზუგდიდში, ჯიჭონაიების შვიდ სულიანი ოჯახი სახლიდან იძლებით გამოსახლეს. სახლის ყველა კარი...

სახელმწიფო უწყებებში ქრთამის აღების ფაქტები 150%-ით გაიზარდა

სახელმწიფო უწყებებში ქრთამის აღების ფაქტები 150%-ით გაიზარდა - ინფორმაციას BPN შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკურ...

სასამართლომ ალეკო ელისაშვილი პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარემ დღეს აღკვეთის...

საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2024 წლის აღწერის დაზუსტებულ მონაცემებს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, 2024 წლის...