მთავარისიახლეებიპოლიტიკასააკაშვილის წამება - ექსპრეზიდენტის ადვოკატები სრული ვიდეოკადრების გასაჯაროებას ითხოვენ

სააკაშვილის წამება – ექსპრეზიდენტის ადვოკატები სრული ვიდეოკადრების გასაჯაროებას ითხოვენ

Published on

მიხეილ სააკაშვილის ავდოკატები ექსპრეზიდენტის წამების საქმეზე ინსპექტორის სამსახურისგან ვიდეოკადრების  სრულად გასაჯაროებას ითხოვენ. მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, ნიკა გვარამიას თქმით, ისინი ასევე მოითხოვენ პარიტეტული წესით შეიქმნას კომისია, რომელიც დაადგენს მესამე პრეზიდენტის  წამების შესახებ.

მესამე პრეზიდენტის ადვოკატები გენერალურ პროკურატურისგან მიხეილ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობას ითხოვენ. ადვოკატები უწყებასთან განცხადების შესატანად მივიდნენ. 

დღეს ვიმყოფებით გენერალური პროკურატურის წინ იმისათვის, რომ შევიტანოთ განცხადება და მოთხოვნა პროკურატურაში მიხეილ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობის თაობაზე, როგორც არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის მსხვერპლის.

პირველ რიგში, ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ სრული წვდომა გვქონდეს ყველა მასალაზე, რომელიც არსებობს დღეს იმ უწყებაში, რომელიც გამოძიებას აწარმოებს ამ საკითხზე, ეს არის სახელმწიფო ინსპექტორი. ჩვენთან სახელმწიფო ინსპექტორთან გვაქვს გაცვლა-გამოცვლა მასალების, თუმცა არსებობს მასალები, რომელზეც ხელი არ მიგვიწვდება. პირველ რიგში, ეს არის არაჰუმანური და არაადამიანური მოპყრობის, წამების ამსახველი მთელი ვიდეომასალა, სრული მარშრუტი”, – თქვა ნიკა გვარამიამ.

ნიკა გვარამიას სახალხო დამცველს და ინსპექტორის სამსახურს ასევე პოზიციების დაფიქსირებისკენ მოუწოდებს. 

მოვუწოდებ სახელმწიფო ინსპექტორს და სახალხო დამცველს აღნიშნულთან დაკავშირებით დააფიქისრონ პოზიცია, სასურველი იქნება საჯაროდ.არ გვაქვს დიდი ილუზია, რომ დაზარალებულად ვიქნებით ცნობილი ამ საქმეზე. სახელმწიფო ინსპექტორს მოვუწოდებთ გამოაქვეყნოს მის ხელთ არსებული ვიდეომასალა, რადგან  ამასთან დაკავშირებით დაზარალებულ სააკაშვილის თანხმობა არსებობს, პრიიქით ის ასევე მოწუოდებს მოხდეს მასალის გამოქვეყნება. ჩვენ ვითხოვთ საექსპერტო კვლევას და მხოლოდ ერთადერთი ფორმატით, ამ კვლევას ვერ ჩაატარებს მხოლოდ სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულება. ეს უნდა იყოს პარიტეტულ საფუძველზე შედგენილი კომისია.

ჩვენ პროკურატურისგან ასევე სახელწმიფო ინსპექტორის ოფისისგან მოვითხოვთ პარიტეტულ საწყისებზე შექმნილ სამედიცინო-ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიურ ექსპერტიზას, რომელიც დაადგენს წამების შესახებ ფაქტებს და დაეყრდნობა სტამბულის პროტოკოლს”, – ამბობს ნიკა გვარამია. 

გვარამიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის ნევროლოგიური სტატუსი ამ ეტაპზე მძიმეა

სიახლეები

ემუქრებიან რომ გააქრობენ, ჩემი შვილი საფრთხეშია – დავითაძის დედა

პატიმარ გიორგი დავითაძის დედა, ირმა დავითაძე შვილის ყველაზე მკაცრი რეჟიმის პენიტენციური დაწესებულებიდან ლაითურის ციხეზე...

პაატა მანჯგალაძეს პროკურატურის სტანდარტითაც კი არ უდასტურდება სამართალდარღვევა – ადვოკატი

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პაატა მანჯგალაძე საპროცესო გარიგების გაფორმებაზე უარს აცხადებს. დაცვის...

ვენეციის კომისიამ “გრანტების კანონზე” კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა

ვენეციის კომისიამ 2026 წლის მარტში მიღებულ გრანტების კანონზე სამართლებრივი დასკვნა გამოაქვეყნა. როგორც სამოქალაქო საზოგადოების...

ადგილი აქვს მის მიმართ პროვოკაციულ ქმედებებს – დავითაძის ადვოკატი

"ახლახანს დავტოვე მე-6 პენიტენციური დაწესებულება ! გრძელდება გიორგი დავითაძეზე ზეწოლა და ადგილი აქვს მის მიმართ...