მთავარისიახლეებიპოლიტიკაქვეყნებს აქვთ უფლება, თავად აირჩიონ პოლიტიკური და ეკონომიკური პარტნიორები - აშშ-ის ელჩი...

ქვეყნებს აქვთ უფლება, თავად აირჩიონ პოლიტიკური და ეკონომიკური პარტნიორები – აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი

Published on

ქვეყნებს აქვთ უფლება, თავად აირჩიონ პოლიტიკური და ეკონომიკური პარტნიორები – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა რონდელის ფონდის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

დიპლომატის თქმით, შეერთებული შტატები მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროატლანტიურ არჩევანს.

გავიმეორებ რაც რუსეთთან მოლაპარაკებების დროს ჩვენი დელეგაციის ხელმძღვანელმა ვენდი შერმანმა და შეერთებული შტატების ოფიციალურმა წარმომადგენლებმა თქვეს – ჩვენ არ მოვილაპარაკებთ ევროპაზე ევროპის გარეშე, ნატოზე ნატოს გარეშე, უკრაინაზე უკრაინის გარეშე, და საქართველოზე საქართველოს გარეშე”- თქვა დეგნანმა

მისი თქმით, რუსეთი ცდილობს გაყოს ალიანსი, დაყოს ევროპელები და ამერიკელები, თუმცა აშშ-ის ელჩის თქმით, “ჩვენ ვნახეთ რომ ჩვენი ძალა ერთობაშია”.

ფუნდამენტური პრინციპია რომ ქვეყნებს აქვთ სუვერენული უფლება თავად აირჩიონ პოლიტიკური თუ ეკონომიკური პარტნიორები. 

საქართველოს გადასაწყვეტია ვისი პარტნიორი იქნება. წლების განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მომხრეა ევროატლანტიკური ინტეგრაციის”- დასძინა დიოლომატმა.

ამასთან, როგორც კელი დეგნანმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რეგიონში შექმნილ კრიზისზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება.

დისკუსია მივიდა იქამდე რომ, ჩვენ ვფიქრობთ, როგორ შევინარჩუნოთ არა მხოლოდ ევროპული უსაფრთხოება, არამედ ის ცხოვრების გზა, რომელიც ჩვენ ერთად უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში ავაგეთ, მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს რომ ეს არის კრიზისი, რომელიც შექმნილია კრემლის მიერ, არ არის ცნობილი რატომ შეიქმნა ეს კრიზისი და სწორედ ამიტომ აქვს ამ დისკუსიას დიდი მნიშვნელობა, 25 წლის წინ, სწორედ ამიტომ შეიქმნა ნატო რუსეთის საელჩო რომ სწორედ ასეთი დისკუსიის შესაძლებლობა გვქონდეს, 2014 წლის შემდეგ ძირითადად რუსეთი ცდილობს არ დაჯდეს ამ მაგიდასთან ამ სახის დისკუსიისთვის, ჩვენ გვინდა რომ ახლა დავინახოთ და ალბათ მომავალი დღეები და კვირები დაგვანახებს არის თუ არა რუსეთი ხელმისაწვდომი ასეთი ტიპის დიალოგისთვის”- თქვა მან

სიახლეები

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა და მას რამდენიმე საათით ადრე...

მერცი, მაკრონი, სტარმერი და ტუსკი კიევში ჩავიდნენ

გერმანიის ახალი კანცლერი ფრიდრიხ მერცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი...

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...