მთავარისიახლეებიქუთაისის საქალაქო სასამართლოში ლექსო რაფავას მორიგი პროცესი დღეს გაიმართება

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ლექსო რაფავას მორიგი პროცესი დღეს გაიმართება

Published on

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ხობის პოლიციის ყოფილი უფროსის, ლექსო რაფავას საქმის განხილვა დღეს გაგრძელდება.

როგორც ადვოკატები ამბობენ, დღევანდელ სხდომაზე აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობას დააყენებენ, რადგან მათივე განმარტებით, ყოფილი ძალოვანი პატიმრობაში პოლიტიკური მოტივით იმყოფება.

მიუხედავად ლექსო რაფავას სასამართლოზე დასწრების სურვილისა, ამ დრომდე უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს პენიტენციური სამსახური და მისცემს თუ ბრალდებულს საკუთარ პროცესზე დასწრების უფლებას.

“როგორიც არ უნდა იყოს მათი სასამართლო, მათ სასამართლოზე კიდევ ერთხელ ნათლად გამოჩნდება, რაზეა წამსვლელი ხელისუფლება თუ საქმე ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს ეხება”, – ამბობს ენმ-ის წევრი, ანი წითლიძე.

ცნობისთვის, ხელისუფლებამ ყოფილი ძალოვნების წინააღმდეგ სპეცოპერაციების სერია ოქტომბერში, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურამდე ერთი კვირით ადრე დაიწყო. ლექსო რაფავას დაკავების შემდეგ, გაჩხრიკეს კიდევ ერთი ძალოვნის, რუსლან შამახიას სახლი სენაკში, საიდანაც სანადირო თოფები წაიღეს. იმავე დღეს, თბილისში კიდევ ერთი ყოფილი ძალოვანი, კუდ-ის უფროსის ყოფილი მოადგილე გიორგი დათიაშვილი დააკავეს.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...