სააკაშვილისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება მოგვცემს სამართლებრივ ბერკეტებს სრულად გავეცნოთ საქმის მასალებს – გიორგი მშვენიერაძე

0
259

მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა, გიორგი მშვენიერაძემ  განაცხადა, რომ სააკაშვილისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას პრინციპული მნიშვნელობა აქვს. ადვოკატის განმარტებით, დაზარალებულის სტატუსი მესამე პრეზიდენტს  და მის ადვოკატებს მისცემს უფლებას, რომ სრულად გაეცნონ სისხლის სამართლის საქმის მასალებს.

რაც შეეხება არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტებს, ნაწილი საზოგადოებამ იცის, მაგრამ ჩვენ, როგორც ადვოკატებს, ეს ინფორმაცია გაცილებით მეტივაქვს და თითოეულ დეტალზე საზოგადოების ინფორმირებას მედიით ვერ ვახდენთ, მაგრამ ეს ინფორმაცია იცის რა პროკურატურამ და სახელმწიფო ინსპექტორმა, აუცილებელია, მას მიენიჭოს სტატუსი.

სტატუსი არის გამოხატვა იმ მდგომარეობის, რომელშიც ის იმყოფება. ამ საქმეზე ის არის არა რიგითი მოწმე, არამედ ის არის დაზარალებული და ამ სტატუსის მინიჭებას გააჩნია ჩვენთვის პრინციპული მნიშვნელობა.

ცხადია, სტატუსის მინიჭება ჩვენ მოგვცემს სამართლებრივ ბერკეტებსაც და იმედია, პროკურატურას არ ეშინია, რომ ჩვენ წვდომა გვქონდეს ინფორმაციაზე სრულად. დაზარალებულის სტატუსის მინიჭება წარმოუშობს უფლებას, მიხეილ სააკაშვილსა და მის ადვოკატებს, სრულად გაეცნონ სისხლის სამართლის საქმის მასალებს”, –  განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ. 

 

წინა სტატიაკულტურის სამინისტროს განცხადებამ ძალიან ბევრს, საბჭოთა ტოტალიტარიზმის დრო გაახსენა
შემდეგი სტატიაყურადღებით ვაკვირდებით მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას, მის მიმართ მოპყრობასა და სამართლიანი სასამართლოს უფლებას – კარლ ჰარცელი 
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური