მთავარისიახლეებისამართალი ამდენ ხალხში ერთი ჭორიკანა არ გამოჩნდა, ვინც ნიკო კვარაცხელიაზე ცუდს იტყოდა

 ამდენ ხალხში ერთი ჭორიკანა არ გამოჩნდა, ვინც ნიკო კვარაცხელიაზე ცუდს იტყოდა

Published on

​თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმის პირველი არსებითი განხილვა მიმდინარეობდა. მოსამართლის წინაშე ორივე მხარე შესავალი სიტყვით წარსდგა.   ბრალდებულები – გიორგი კავილაძე და აკაკი ჭელიძეწარდგენილ ბრალს მხოლოდ მკვლელობის ნაწილში აღიარებენ და დანაშაულის ჯგუფურად ჩადენის ბრალდებას არ ეთანხმებიან.

ამ ორი გარეწრის თავში ეს ვერ მოიხარშებოდა, ჩვენთვის ყველაზე მთავარია, დადგინდეს უშუალოდ ვინ წააქეზა და დაუკვეთა ეს უმძიმესი დანაშაული ამ ორ ადამიანს – განუცხადა ჟურნალისტებს მოკლული ნიკა კვარაცხელიას ოჯახის ადვოკატმა პაატა მეხრიშვილმა.

ადვოკატის განცხადებით, მკვლელობის მოტივთან დაკავშირებით გარკვეული ვერსიები არსებობს, თუმცა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ვერ ისაუბრებს.

“დიდი იმედი გვაქვს, არსებითი განხილვის მიღმა, გამოძიების ფარგლებში დადგინდებიან ის ადამიანები, რომლებმაც ეს დანაშაული ამ ორ ადამიანს დაუკვეთეს. ძალიან რთულია ამ ეტაპზე რამის თქმა, არ გვინდა გამოძიებას ხელი შევუშალოთ. არსებობს გარკვეული ვერსიები – შურისძიების, დაკვეთის, თუმცა, ამ ეტაპზე რამის თქმა გამიჭირდება. იმედი მაქვს, ამ ვერსიებზე გამოძიება მუშაობს და საბოლოო ჯამში სიმართლე გაირკვევა”, – განაცხადა მეხრიშვილმა.

მართლა მაქვს კითხვა – რატომ? ამ კითხვაზე გამცენ პასუხი იმ ბრალდებულებმა, რომლებმაც მისი მკვლელობა ჩაიდინეს განაცხადა ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმის პროკურორმა გია შაიშმელაშვილმა სასამართლო პროცესზე. მან  დეტალურად ისაუბრა კვარაცხელიას მკვლელობის დეტალებზე. მისი თქმით, 15 სექტემბერს (მკვლელობის დღე) დღის საათებში კვარაცხელია კურიერს ელოდებოდა რომ გამოწერილი ნივთი გამოერთმია.

“გიორგი კავილაძემ მანქანა კვარცხელიას მანქანიდან 15-20 მეტრში გააჩერა, საიდანაც ჭელიძე ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული გადმოვიდა. ჭელიძე კვარაცხელიას ავტომობილთან დაელოდა, როდის დაბრუნდებოდა უკან. ნივთის აღების შემდეგ, კვარაცხელია პირისპირ ხვდება აკო ჭელიძეს, ის ზურგით შეტრიალდა ჭელიძისკენ, ბრალდებული იღებს ცეცხლსასროლ იარაღს და თითქმის მიბჯენით, იწყებს მისთვის ზურგში სროლას, ვაზნები არ ელევა, ერთი, ორი, სამი, ოთხი მოარტყა, კვარაცხელიამ ვერაფერი ქნა, მანქანაშიც ვერ ჩაჯდა, ძალაც არ ეყო და მანქანის უკან გაიქცა. კვარაცხელიაც და ჭელიძეც ტოლები არიან, არ ვიცი რა უნდოდათ. კვარაცხელია უკან ცდილობს გაქცევას, ჭელიძე უკან მისდევს, არ ანებებს თავს, კიდევ ერთი სროლა, კიდევ მეორე სროლა, მაინც არ დაანება თავი, წაქცეულს ესვრის, დაიღალა თვითონაც და მჭიდიც დაცალა. კვარაცხელია სისხლისგან იცლებოდა, ჭელიძე გაიქცა და კავილაძის ავტომობილში ჩაჯდა და ორივე გარბის.” თქვა პროკურორმა.

მისი თქმით, ამის შემდეგ ჭელიძე და კავილაძე გადასხდნენ აგლაძის ქუჩაზე დატოვებულ მანქანაში, მერე ტაქსებში და ადგილსამყოფელს ყოველდღე იცვლიდნენ.

მისივე თქმით, იარაღი და ტყვიები მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინეს, ასევე იქირავეს “ჰიუნდაი ელანტრა” და კვარაცხელიას ჩაუსაფრდნენ:

“მკვლელობა კამერების ქვეშ ხდება, დათვლა შეიძლება სროლების, როგორ გარბის კვარაცხელია მანქანის უკან და როგორ ესვრის მას ჭელიძეს, ეს ყველაფერი ჰოლივუდური ფილმის სცენარია, ამ ყველაფერს მტკიცებულების სახით წარმოგიდგენთ და თქვენც ზუსტად ეს განცდა დაგრჩებათ, რა განცდითაც ახლა გესაუბრებით. არც პატარა ვარ და არც ცოტა მინახავს, მსგავსი არ მინახავს, სპეცეფექტებით არის გადაღებული, რომ იტყვიან. ამ კამერას თქვენ წინაშე რომ გამოვიკვლევთ, მერე ვკითხოთ ბრალდებულებს, ეს ქმედება რატომ ჩაიდინეს. არამხოლოდ კამერას, თვითმხილველებს წარმოგიდგენთ…3-მილიონნახევრიანი საქართველოში ერთი ჭორიკანა არ გამოჩნდა, ვინც კვარაცხელიაზე ცუდს იტყოდა, პირიქით მას ყველა როგორც ნოვატორზე საუბრობს, მართლა მაქვს კითხვა – რატომ? ამ კითხვაზე გამცენ პასუხი იმ ბრალდებულებმა, რომლებმაც ეს ჩაიდინეს”,- განაცხადა პროკურორმა შაიშმელაშვილმა.

შეგახსენებთ, 22 წლის ნიკო კვარაცხელია თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, გასული წლის 15 სექტემბერს მოკლეს. მკვლელობაში ბრალდებული ორი პირი შსს-მ 7 ოქტომბერს დააკავა.. 

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე მომდევნო სასამართლო სხდომა 28 იანვარს გაიმართება. 

 

სიახლეები

მიხეილ სააკაშვილი შეუძლოდ გახდა – პენიტენციური ამას წნევის ვარდნით ხსნის

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა პენიტენციურ დაწესებულებაში თავი შეუძლოდ წნევის დავარდნის გამო იგრძნო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სპეციალურ...

მარკო რუბიომ ირაკლი კობახიძეს დაურეკა – ვინ როგორ აფასებს ზარს და რას ამბობს საუბრის შინაარსზე

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს ესაუბრა, - ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ...

დააკავეს ფაშისტური იდეოლოგიის ჯგუფის 13 წევრი – 7 არასრულწლოვანია

შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში ჩატარებული კომპლექსური საპოლიციო ღონისძიებების შედეგად სხვადასხვა ნეონაცისტური დაჯგუფების...

ზელენსკი- კიევი აღდგომის პერიოდში ცეცხლის შეწყვეტისთვის მზადაა, თუ ამას რუსეთიც გააკეთებს

იევი აღდგომის პერიოდში ცეცხლის შეწყვეტისთვის მზადაა, თუ ამას რუსეთიც გააკეთებს , - ამის შესახებ...