მთავარისიახლეები“უნდა გვესმოდეს,რომ ბიუჯეტის დაუმტკიცებლობა ბევრი მიმართულებით საქმის შემაფერხებელ გარემოებაა"- წალენჯიხის მერი

“უნდა გვესმოდეს,რომ ბიუჯეტის დაუმტკიცებლობა ბევრი მიმართულებით საქმის შემაფერხებელ გარემოებაა”- წალენჯიხის მერი

Published on

წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა მიმართვას ავრცელებს:
“უნდა გვესმოდეს,რომ ბიუჯეტის დაუმტკიცებლობა და 1/12 ხარჯვითი რეჟიმი არის მუშაობის საგანგებო მდგომარეობა და წარმოადგენს ბევრი მიმართულებით საქმის შემაფერხებელ გარემოებას.
1.დღეს დაიწყო სასწავლო პროცესი და მოსწავლეებს მოემსახურა სასკოლო ტრანსპორტი.კარგი პროგრამაა,მაგრამ ამ პერიოდში მისი განხორციელება,მერიის მიერ(!),გახდა შეუძლებელი,რადგან იანვრის ხარჯს დაემატება წინა წლის დეკემბრის, ამ წელს გადმოსული,გასასტუმრებელი ვალდებულება და ეს ჯამი,ბუნებრივია,ბევრად მეტია(თითქმის ორმაგია) იმ აღნიშნულ 1/12 ზე.აი,ჯამში 1/12 ზე მეტი(!)ვალდებულების იანვრის თვეში აღებაზე და ხელშეკრულების გაფორმებაზე კანონი არ იძლევა შესაძლებლობას.(კანონს ვერ გადავალთო,ფინანსთა სამინისტრომ).
წარმოიქმნა პროექტის შეჩერების საშიშროება.
მერიის,განათლების სამინისტროს,სსიპ(სააგენტო), ფინანსთა სამინისტროს,სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი რესურსცენტრის მხარეთა ერთობლივი, ძალიან ინტენსიური მუშაობით, გამოინახა გზა და პროექტი ,ფაქტიურად,ბოლო წუთზე,გადარჩა შეჩერებას და გაგრძელდა,მაგრამ გაგრძელდა არა(!) მერიის,არამედ სხვა(!) სუბიექტის მიერ.
დასკვნა:
1/12 რეჟიმით მერიის მიერ ამ მიმდინარე პროექტის გაგრძელება გახლდათ შეუძლებელი!
2.ანალოგიური სურათი იხატება მუნიციპალიტეტის გარე განათების საკითხში.გასასტუმრებელია ნოემბერ-დეკემბერი(რატომ?)!!!და აქაც ვდგავართ ძალიან სერიოზული პრობლემის(გარე განათების)წინაშე.შეიძლება ჩავბნელდეთ.
3. ანალოგიურად დადგება საკითხი “რეგიონალური განვითარების ფონდის” და პროექტის “განახლებული რეგიონებისთვის” შესრულებული სამუშაოების დადასტურებისას.
ასე,რომ,ბიუჯეტის არმიღება და დროში გაწელვა გახლავთ ზუსტადაც რომ გამიზნული ან სრულიად გაუაზრებელი ქმედება,რაც იწვევს ჯანსაღი საბიუჯეტო პროცესის ჩავარდნას (თავისი არსით და შესაძლო შედეგებით ეს გახლავთ საბოტაჟი)და და ამ პროცესის შედეგად ზარალდება ისედაც უამრავ პრობლემებში ჩაფლული ჩვენი მოსახლეობა.
მოვუწოდებ საკრებულოს,სასწრაფოდ შეიკრიბოს და ფორმირდეს,ამასთან უმოკლეს ვადაში განხილულ და დამტკიცებულ იქნეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2022წლის ბიუჯეტი!-წერს წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა.

სიახლეები

“იმედი” გაიყიდა, მაგრამ ახალი მფლობელიც პროსახელისუფლო ბიზნესმენია

მედიაჰოლდინგი 'იმედი" მისმა ძველმა მფლობელმა ირაკლი რუხაძემ გაყიდა, მაგრამ ახალი მფლობელიც პროსახელისუფლო ბიზნესმენია, მეტიც,...

რუსეთთან შეთანხმების მისაღწევად აშშ-მა ვადა ივნისამდე მოგვცა – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ აშშ-მ უკრაინასა და რუსეთს თითქმის ოთხწლიანი ომის დასრულებისთვის შეთანხმების მისაღწევად ივნისამდე...

გარდაბანში ცოლის მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარვუდგინეთ – პროკურატურა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, გარდაბანში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, დოკუმენტის...

სწრაფი ჩარიცხვის აპარატების მძარცველები დავაკავეთ, ზარალი 12.000 ლარია – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ჩადენილი...