მთავარისიახლეებისოციალური აგენტები ჯანდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ - გაფიცვა უწყებასთან

სოციალური აგენტები ჯანდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ – გაფიცვა უწყებასთან

Published on

ქვეყანაში სოციალური აფეთქებაა. ჯანდაცვის სამინისტროს 400 თანამშრომელი გაიფიცა. ქუჩაში გამოსული სოციალური აგენტები უმძიმეს სამუშაო პირობებს და მიზერულ ანაზღაურებას აპროტესებენ.

სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები არ ეთანხმებიან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ანაზღაურების გაზრდის შესახებ შეთავაზებას.

არ ვეთანხმებით დამსაქმებლის შემოთავაზებას და ვაგრძელებთ ბრძოლას ღირსეული შრომის ანაზღაურებისა და პირობებისთვის. სამინისტროს ახლანდელი შემოთავაზება არის ნოემბერში გაკეთებული შემოთავაზების გაუარესებული ვერსია და ეს ჩვენთვის მიუღებელია. დამატებით კომენტარებს 17 იანვარს, დღისით, გაფიცვის პირველ დღეს, გავაკეთებთ!

ამასთანავე, არაკეთილსინდისიერია სააგენტოს მხრიდან იმის გავრცელება, რომ თითქოს ამ შემოთავაზებას მშრომელები დათანხმდნენ. მოლაპარაკებები არის ორმხრივი და ამას ერთი მხარე მეორის დაუკითხავად ვერ გადაწყვეტს!”, – ნათქვამია განცხადებაში.

ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლების ანაზღაურება თებერვლიდან გაიზრდება. უწყებაში ირწმუნებიან, რომ სოციალური აგენტის ფიქსირებული ანაზღაურება 60%-მდე გაიზრდება. კერძოდ, 250 ლარის ნაცვლად 400 ლარი გახდება, უფროსი სოციალური აგენტის კი – 550 ლარის ნაცვლად 700 ლარი. ოჯახებში შესრულებული ვიზიტების ფარგლებში, ერთ შევსებულ დეკლარაციაზე სოციალური აგენტები 6 ლარის ნაცვლად 10 ლარს მიიღებენ.

სიახლეები

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...

”ირო წიმი ევროპაშა”-ამ სლოგანით დღეს ზუგდიდში აქცია გაიმართება

9 მაისი, 19:00 - ზუგდიდი, სამხარეო ადმინისტრაციის წინ! 75 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ევროპამ...

“მთელს ევროპაში ასე უცებ ვერ გავასწორებთ ორმაგ სტანდარტებს” -ბოჭორიშვილი EU-ის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე არმიწვევაზე

"პოლონეთს კითხეთ , ორმაგი სტანდარტები არის ყველგან, ორმაგი სტანდარტებით ხდება მიდგომა. საქართველოში არ არის...