რა მოხდა წალენჯიხაში – ტირის თოფიდან ბრმა გასროლის მსხვერპლი ქალი ცნობილი პედაგოგია

0
686

ცნობილი ხდება, რომ წალენჯიხაში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის მსხვერპლი 50 წლამდე ქალი, მ. ფიფია პედაგოგია. გარდაცვლილი პედაგოგის ფოტო “პრაიმტაიმმა” გაავრცელა. 

შემზარავი შემთხვევა წალენჯიხაში საღამოს საათებში მოხდა – 20 წლის ბიჭს, რომელიც მის კუთვნილ ტირის თოფს წმენდდა, შემთხვევით გამორჩა ტირის ლულაში ჩადებული ტყვია, ხელი სასხლეტს შემთხვევით გამოსდო და ტყვია გაუვარდა, რომელიც იქვე, ოთახში მყოფ დედამისს მოხვდა. 

მ.ფ.-ს ტყვია საძილე არტერიაში მოხვდა. მან დიდი რაოდენობით სისხლი დაკარგა, რის გამოც ადეგილზე მისულმა ექიმებმა ქალის გადარჩენა ვერ მოახერხეს. 

წინა სტატია“მთავარი არხის” ახალი საეთერო ბადე – ნიკა გვარამია ცვლილებებს აანონსებს
შემდეგი სტატიანაადრევია საუბარი, არის თუ არა „ომიკრონი“ პანდემიის ბოლო ტალღა – ენტონი ფაუჩი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური