ქვემო ქართლსა და აჭარაში პოლიციამ 3 კგ-მდე ჰეროინი, მეტადონი და “ბუპრენორფინი” ამოიღო

0
382

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვადასხვა დროს, წარსულში ნასამართლევი 3 პირი დააკავეს.

მათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა ედებათ ბრალად.

საერთო ჯამში, პოლიციამ 3 კგ-მდე ჰეროინი, ასევე, მეტადონისა და ბუპრენორფინის შემცველი ნივთიერება ამოიღო.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

წინა სტატიანიკა გვარამიას მოსაკლავად ჩამოსული ქილერები სუს-მა რუსეთის საზღვრამდე მიაცილა – ელისო კილაძე
შემდეგი სტატიაგაათავისუფლეთ თეა წულუკიანი კულტურის მინისტრის თანამდებობიდან – პეტიცია
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური