მთავარისიახლეები"პრეზიდენტს გადაეცით, მხნედ იყოს, მზად ვართ ბოლომდე ბრძოლისთვისო" - ანა წითლიძემ ციხეში...

“პრეზიდენტს გადაეცით, მხნედ იყოს, მზად ვართ ბოლომდე ბრძოლისთვისო” – ანა წითლიძემ ციხეში ლექსო რაფავა და ამირან ჯანაშია მოინახულა

Published on

“ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ანა წითლიძემ ქუთაისის ციხეში პატიმრობაში მყოფი ყოფილი ძალოვნები, ამირან ჯანაშია და ლექსო რაფავა მოინახულა.

როგორც წითლიძე Facebook-ზე წერს, დაკავებულებმა მას სთხოვეს, პრეზიდენტისა და თანამებრძოლებისთვის გადაეცა, რომ მზად არიან, ბოლომდე იბრძოლონ.

“დღეს ქუთაისის ციხეში მოვინახულე ყოფილი ძალოვნები ამირან ჯანაშია და ლექსო რაფავა. ორივე მათგანი არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დააკავეს და იარაღი ჩაუდეს, ერთადერთი რამის გამო: ორივე მათგანი საარჩევნოდ პრობლემა იყო ხელისუფლებისთვის სამეგრელოში. რამე ხომ არ გჭირდებათ, რას დამაბარებთ-მეთქი. ორივეს ერთი პასუხი ჰქონდა: პრეზიდენტს გადაეცით მხნედ იყოს და ყველა ჩვენს თანამებრძოლს უთხარით რომ ჩვენ ბოლომდე ბრძოლისთვის მზად ვართო”, – წერს ანი წითლიძე.
ცნობისთვის, სამეგრელოში ხელისუფლებამ ყოფილი ძალოვნების წინააღმდეგ სპეცოპერაციების სერია არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, 21 ოქტომბერს დაიწყო. სპეცოპერაციის ფარგლებში დააკავეს ხობში პოლიციის ყოფილი უფროსი, ლექსო რაფავა, ზუგდიდში ყოფილი ძალოვანი ამირან ჯანაშია, ხოლო თბილისში კუდ-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, გიორგი დათიაშვილი. მათ გამოძიება იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას ედავება. დაკავებულები ბრალდებას არ აღიარებენ და ამბობენ, რომ იარაღები სამართალდამცველებმა “ჩაუდეს”.

სიახლეები

ტრამპმა დაადასტურა, რომ ამ ომის დასრულება სურს – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის შესახებ „ტელეგრამ“ არხზე წერს. მისი...

ვისაც გვჯერა ევროპული საქართველოსი და არა რუსულ ჩექმის ქვეშ გატრუნულისა, დღეს ყველა ვიქნებით ევროპის მოედანზე! – ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღევანდელ, 9 მაისის მარშს სოციალურ ქსელში ეხმიანება: ვისაც გვჯერა ევროპული...

დონალდ ტრამპმა ერდოღანს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების საქმეში შუამავლობა სთხოვა

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მას რუსეთსა და...