მთავარისიახლეებიზუგდიდის მერიასა და საკრებულოში 18-ჯერ მეტი მანქანა ემსახურებათ, ვიდრე რეკომენდირებულია - აუდიტი

ზუგდიდის მერიასა და საკრებულოში 18-ჯერ მეტი მანქანა ემსახურებათ, ვიდრე რეკომენდირებულია – აუდიტი

Published on

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი 2019-2020 წლებში მთავრობის რეკომენდაციით გათვალისწინებულ მანქანებზე 18-ჯერ მეტ სატრანსპორტო საშუალებას იყენებდა. ეს მონაცემები სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მუნიციპალიტეტის შემოწმების შემდეგ გამოაქვეყნა. ინფორმაცია საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი დღეს, 14 იანვარს გახდა.

ანგარიშში წერია, რომ საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით, 2019-2020 წლებში მუნიციპალიტეტისათვის სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად რეკომენდებული იყო 8-10 სამორიგეო ავტომანქანის გამოყენება, თუმცა იყენებდა 181-ით მეტს.

“კერძოდ, ნაცვლად 10 სამორიგეო მანქანისა, მუნიციპალიტეტი სარგებლობდა ბალანსზე რიცხული 22 სამორიგეო მანქანით და 169 კერძო საკუთრებაში არსებული ავტომობილით… ამასთანავე, მუნიციპალიტეტს სათანადო კონტროლი არ აქვს დაწესებული საწვავის მიზნობრივ გამოყენებაზე”, – ვკითხულობთ ანგარიშში.

აუდიტის სამსახური წერს, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებით პრობლემებზე წინა ანგარიშშიც აღნიშნეს, თუმცა მერიამ არ გაითვალისწინა რეკომენდაციები.

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...