ხელფასები გაიცემა პირებზე, რომელთა ფუნქცია-მოვალეობები არ არის შესრულებადი- აუდიტი

0
303

“2020 წელს ა(ა)იპ − ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრში დასაქმებული იყო 6 მოლარე-კონსულტანტი, რომელთა ხელფასებზე დაიხარჯა 50.3 ათასი ლარი. აუდიტის ჯგუფის მიერ ბოტანიკური ბაღისდათვალიერებით გამოვლინდა, რომ ბაღში შესვლა უფასოა და სალაროები არ ფუნქციონირებს. შესაბამისად, ხელფასები გაიცემა პირებზე, რომელთა ფუნქცია-მოვალეობები არ არის შესრულებადი.”- წერია აუდიტის დასკვნაში
ასევე :
“2019-2020 წლებში ა(ა)იპ „სპორტულ დაწესებულებათა მართვის ცენტრში“ შექმნილი იყო ფიგურული სრიალის განყოფილება. აღნიშნულ სტრუქტურაში დასაქმებული იყო 2019 წელს – 13, ხოლო 2020 წელს – 7 პირი. მათ ხელფასებზე 2019 წლის აპრილიდან 2020 წლის ივლისამდე დაიხარჯა 85.8 ათასი ლარი. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 2 ივლისს
გასხვისდა ყინულის მოედნის ტერიტორია, ხოლო 2020 წელს განხორციელდა მოედნის დემონტაჟი.64 შესაბამისად, ხელფასები
გაიცემოდა პირებზე, რომლებიც წარმოადგენდნენ იმ განყოფილებას, რომელიც პრაქტიკულად არ ფუნქციონირებდა.”- ვკითხულობთ დასკვნაში

წინა სტატიაზუგდიდის მერიასა და საკრებულოში 18-ჯერ მეტი მანქანა ემსახურებათ, ვიდრე რეკომენდირებულია – აუდიტი
შემდეგი სტატიაკორონავირუსის საწინააღმდეგო რეგულაციების დაცვაში გვეხმარებოდნენ – ზვიად ქარჩავა ბოტანიკურში დასაქმებულ 6 მოლარეზე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური