რას ნიშნავს მიხეილ სააკაშვილისთვის ეროვნული თანხმობა

0
242

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თქმით, მისთვის ეროვნული თანხმობა ნიშნავს, რომ განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად, კონკურენტებმა ერთმანეთი არ გაანადგურონ და არ მოკლან.

ამ თემაზე მან საკუთარ სასამართლო პროცესზე ისაუბრა და თქვა, რომ ხელისუფლება მისი ოპონენტების განადგურებას იმიტომ ცდილობს, რომ იცის, კონკურენციას ვერ გაუძლებს.თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

“მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი იყო ამასწინათ ჩემთან და ვმსჯელობდით, რა არის ჩემთვის ეროვნული თანხმობა. ეს არის წითელი რკალის შემოვლება გარშემო და თქმა, მე არ მიყვარხარ, შენ არ მომწონხარ, არავითარი სურვილი არ მაქვს არც თვალებში გიყურო, არც შენთან რამე კონტაქტი მქონდეს, მაგრამ მე შენ არ გაგანადგურებ, მე შენ არ მოგსპობ, მე შენ არ მოგკლავ. ეს არის თანხმობის მთავარი ამოსავალი, რომ ჩვენ ცივილიზებული ერი თუ გვინდა ვიყოთ, ჩვენ ერთმანეთს არ ვანადგურებთ, ერთმანეთს არ ვკლავთ. ჩვენ ვართ ერთმანეთთან კონკურენციაში, რა თქმა უნდა, მათ იციან, რომ კონკურენციას ვერ გაუძლებენ, ამიტომ მათი ერთადერთი საშუალებაა, ჩვენ გაგვანადგურონ”.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, “ამ ყველაზე საშინელ ხალხზეც კი” არ ღირს დროის ხარჯვა და უკან გახედვა.

წინა სტატია“ალიკა ქობალიამ ჩამსვა საბარგულში, გადამაფარა ბრეზენტი” – რა გაიხსენა დღეს სასამართლო დარბაზში მიხეილ სააკაშვილმა
შემდეგი სტატია,,ახლა შეეცდებიან ჩვენს გათიშვას, მოსყიდვას, ფულის შემოყრას და ყველაფერს, მაგრამ არცერთ ფულზე არ იცვლება ის, რაც შეიძლება მივიღოთ ჩვენი ერთიანობით” – მიხეილ სააკაშვილი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური