მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი 4 თებერვალს არის ჩანიშნული

0
257

თბილისის საქალაქო სასამართლოში ქვეყნის მესამე პრეზიდენტის საქმესთან დაკავშირებით მორიგი პროცესის სხდომა ცოტა ხნის წინ დასრულდა.  მორიგი სასამართლო პროცესი 4 თებერვალს, 11:00 საათზეა ჩანიშნული.

დღევანდელ პროცესს თავად მიხეილ სააკაშვილიც დაესწრო და საზოგადოებას სიტყვით მიმართა. მან დეტალურად ისაუბრა იმ გარემოებებზე, რის გამოც სამშობლოში დაბრუნდა.

გარდა ამისა, პროცესზე პროკურორებმა საქმეზე ბრალდებული ელგუჯა ცომაია დაკითხეს, რომელსაც მესამე პრეზიდენტის მიერ საქართველოს საზღვრის კვეთაში დახმარებას ედავებიან. ცომაიამ პროცესზე დეტალურად გაიხსენა, როგორ შეხვდა მიხეილ სააკაშვილს და რა მიმართულებებით გადაადგილდნენ მისი კუთვნილი ავტომობილით.

წინა სტატიაპრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ინსპექტორის სამსახურის გაუქმების კანონს ვეტო არ დაადო
შემდეგი სტატიაწულუკიანმა ხელოვანების დევნა დაიწყო – ლევან წულაძე მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციიდან გაათავისუფლეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური