თბილისის საქალაქო სასამართლოში ქვეყნის მესამე პრეზიდენტის საქმესთან დაკავშირებით მორიგი პროცესის სხდომა ცოტა ხნის წინ დასრულდა.  მორიგი სასამართლო პროცესი 4 თებერვალს, 11:00 საათზეა ჩანიშნული.

დღევანდელ პროცესს თავად მიხეილ სააკაშვილიც დაესწრო და საზოგადოებას სიტყვით მიმართა. მან დეტალურად ისაუბრა იმ გარემოებებზე, რის გამოც სამშობლოში დაბრუნდა.

გარდა ამისა, პროცესზე პროკურორებმა საქმეზე ბრალდებული ელგუჯა ცომაია დაკითხეს, რომელსაც მესამე პრეზიდენტის მიერ საქართველოს საზღვრის კვეთაში დახმარებას ედავებიან. ცომაიამ პროცესზე დეტალურად გაიხსენა, როგორ შეხვდა მიხეილ სააკაშვილს და რა მიმართულებებით გადაადგილდნენ მისი კუთვნილი ავტომობილით.